დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ზოგიერთი ნორმატიული აქტების (დადგენილებების) ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.124.016313 |
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ზოგიერთი ნორმატიული აქტების (დადგენილებების) ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შემდეგი ნორმატიული აქტები (დადგენილებები):
ა) „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 მაისის №56 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matsne.gov.ge, 04/05/2011წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016031); ბ)“ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 დეკემბრის №106 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matsne.gov.ge, 30/12/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.124.016081); გ) „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა აპარატის(სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №59 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matsne.gov.ge, 16/10/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016175); დ) „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 სექტემბრის №125 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matsne.gov.ge, 19/09/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016100); ე) „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №47 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matsne.gov.ge, 07/02/2011წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016022); ვ) „ბაღდათის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 14 თებერვლის №89 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matsne.gov.ge, 18/02/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016064); ზ) „ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 ივნისის №96 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matsne.gov.ge, 11/06/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016070); თ) „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 თებერვლის №18 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matsne.gov.ge, 05/03/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.124.016134); ი) „ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული დაგეგმარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 ოქტომბრის №57 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ www.matsne.gov.ge, 16/10/2015წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.124.016173). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები