დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 611-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/05/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/06/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 040090000.05.001.016984 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) 101 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით შესყიდვების განხორციელება დადგინდა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების ან/და ავტონომიური რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სხვა სახსრებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების შემთხვევაში – ასევე ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების სამართლებრივი აქტებით, ხოლო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შეუფერხებლად ჩატარების საჭიროების შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით;“ საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1285 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. ბ) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებისათვის არაუმეტეს 1 წლის ვადით დელეგირება (ავტონომიური რესპუბლიკებისა და მათ ტერიტორიებზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკებისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით).“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 თებერვლიდან. |
ქუთაისი, 17 მაისი 2013 წ. N611-IIს |
დოკუმენტის კომენტარები