საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 127
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/05/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2013
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017292
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
127
22/05/2013
ვებგვერდი, 23/05/2013
010220030.10.003.017292
საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/05/2013 - 06/02/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №127

2013 წლის 22 მაისი

   ქ. თბილისი

 

საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქ­მიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქ­ტი­სა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას საქართველოში სპო­რტის სახე­ლმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორ­დი­ნაციო საბ­ჭო (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენ­ლო­ბით:

ლევან ყიფიანი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინი­სტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

თამაზ თევზაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინის­ტ­რის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

ირაკლი დოლაბერიძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი, საკოორდინაციო საბჭოს მდი­ვანი;

ქეთევან ბოჭორიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

გიორგი ჯავახიშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

 შოთა მურღულია - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

დავით ჯანდიერი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

ალუდა გოგლიჩიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

ზაზა ბროლაძე - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

ლევან იზორია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

გიორგი ხელაია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ალექსანდრე მარგიშვილი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;

დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

არჩილ თალაკვაძე - საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე;

შალვა ამირეჯიბი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე;

მარიამ რაქვიაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტე­გრა­ციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო  მინისტრის მოადგილე;

ზაალ სარაჯიშვილი - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინი­ს­ტ­რის პირველი მოადგილე.  

მუხლი 2
 

საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს ლერი ხაბე­ლოვს - საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ სა­ქ­მეთა კო­მი­ტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომი­ტე­ტის პრეზიდენტს.

მუხლი 3
ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს და სხვადასხვა ორგა­ნი­­ზაციების წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ საკოორდინაციო საბჭოს მუ­შაობაში (დებულების თანახმად).
მუხლი 4
დამტკიცდეს საკოორდინაციო საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 5
 

საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველ­ყო­­ფა განახორციელოს საქართველოს  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამი­ნისტრომ.

მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა


მუხლი 1

1. საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწ­ყე­­ბა­თაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საკოორდინა­ციო საბ­ჭო)  შექმნილია საქართველოს მთავრობის  დადგენილებით.

2. საკოორდინაციო საბჭოს  უფლებამოსილება და საქმიანობის წესი გა­ნი­­სა­ზღვრება ამ დებულებით.

მუხლი 2

1. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართვე­ლოს მთავრობის დადგენილებით.

2. გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წევ­რე­ბისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით,  საკოორ­დი­ნა­ციო საბჭოს შემადგენლობაში (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლე­ბით)  შეიძლება შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქა­რ­თ­ვე­ლოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და ეროვნული სპორ­ტუ­­ლი ფე­დერაციების, სპორტის სფეროში საქმიანობის განმახორციე­ლებელი სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდი­ული პირების, აგრეთვე სა­ქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგა­ნი­ზა­ციების წარმომადგენლები.

3. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაში (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების გარეშე), საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფო უწყებათა და სხვადასხვა ორგა­ნი­ზაციის წარმომადგენლები, შესაბამის სფეროში მომუშავე ექსპერ­ტები/სპეციალისტები.

4. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ან საკოორდინაციო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 3

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიის ჩამოყალიბება, ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის სფეროში კანონმდებლობასთან თან­მხ­ვედრი პოლიტიკის განსაზღვრა, მასობრივი სპორტის („სპორტი ყველა­სათვის“), უმაღლესი მიღწევების სპორტისა და პროფესიული სპორ­ტის  განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება;

ბ) ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემაში ფიზიკური განათლებისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიული მიზნებისა და ამო­­­­ცა­ნების განხორციელების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი სა­ხე­­­ლ­­მწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტუ­რა­დ გა­ნ­ხორციელება და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

გ) ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუ­ნ­­ვე­­­­­­­ლ­­­ყოფა, ცენტრალური ქალაქებისა და რეგიონების მცხოვრებლების, მა­თ შორის, ეროვნული უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებ­ლო­­­­­­­­ბების მქონე პირთა, სოციალური კონტაქტებისა და სამოქალაქო ინ­ტე­­­­­გ­რაციის ხელშეწყობა;

დ) საქართველოში სპორტული განათლებისა და მეცნიერების (მათ შო­რის მედიცინის) შემდგომი განვითარება, ამ მხრივ გრძელვადიანი  პრო­­გ­­რამის  შემუშავებასთან  დაკავშირებული საკითხების განხილვის პრო­ცე­სში მჭიდრო თანამშრომლობა შესაბამის ორგანიზაციებთან, აგრე­თვე ერთო­ბლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს მთავრობი­სა­თ­ვის წარსადგენად;

ე) ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული საკანონ­მ­დე­ბლო ბაზის შეფასება და ხელშემშლელი მიზეზების გამოვ­ლენა, სა­ხელმწიფო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რე­კო­მენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისათვის გა­ნ­სახი­ლველად რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი საკანო­ნმ­დე­ბლო ცვლილებების შემუშავება ევროპულ კანონმდებლო­ბას­თან ჰარ­მო­ნიზაციის მიზნით.

მუხლი 4

1. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საკოო­რ­დი­ნაციო საბჭოს სხდომებს წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს თავმ­ჯდომარე.

2. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი.

3. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის დავალე­ბით, ახორციელებს საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგი­ლე.

4. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება თვეში ერთხელ.

5. საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საკოორდინაციო საბჭოს სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.

6. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საკოო­რდინაციო საბჭოს თავმჯდომარე.

7. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესა და საკოორდინაციო საბჭოს წევრებს.

8. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკო­ორდინაციო საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.

9.  საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრ­თა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთ­ხვე­­ვაში  გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

10. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხე­ლს აწერენ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

 მუხლი 5

1. საკოორდინაციო საბჭო  თავისი ამოცანების შესრულების მიზნით ქმ­ნის საკოორდინაციო საბჭოს აპარატს.

2. საკოორდინაციო საბჭოს აპარატის საქმიანობას წარმართავს საკო­ო­რ­­დი­ნაციო საბჭოს მდივანი.

3. საკოორდინაციო საბჭოსთან შეიძლება შეიქმნას თემატური ჯგუ­ფე­­ბი (მათ შორის - საკოორდინაციო საბჭოს წევრების მონაწილეობით), რო­­­­მე­­­ლთა მუშაობასაც უხელმძღვანელებენ კოორდინატორები.

4. საკოორდინაციო საბჭოს აპარატისა და თემატური ჯგუფების შემა­­დგე­ნლობას, ფუნქციებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საკო­ო­­რ­დინაციო საბჭო.

მუხლი 6

  საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შე­ტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.