„საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №127 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №127 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 609
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 06/12/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/12/2019
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.021629
609
06/12/2019
ვებგვერდი, 09/12/2019
010220030.10.003.021629
„საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №127 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №609

2019 წლის 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №127 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №127 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2013, 010220030.10.003.017292) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საკოორდინაციო საბჭოს მდივანი;

დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან  მოადგილე;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

ვ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან  მოადგილე;

ზ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

თ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

ი) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

კ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

ლ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

მ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე;

ნ)  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე.

მუხლი 2. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს.“.

2. დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის საორგანიზაციო უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტმა.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული საკოორდინაციო საბჭოს დებულების:

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წევრებისა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში (კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით)  შეიძლება, შედიოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ორგანიზაციების, სპორტის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, აგრეთვე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.“;

ბ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3

საკოორდინაციო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა, მათ შორის, პოლიტიკისა და სტრატეგიული დოკუმენტებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება და დანერგვის მონიტორინგი;

ბ) ქვეყნის ზოგადი განათლების სისტემაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ცენტრალური ქალაქებისა და რეგიონების მცხოვრებლების, მათ შორის, ეროვნული უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, სოციალური კონტაქტებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა;

დ) საქართველოში სასპორტო განათლებისა და მეცნიერების (მათ შორის, მედიცინის) შემდგომი განვითარება, ამ მხრივ გრძელვადიანი  პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა შესაბამის ორგანიზაციებთან, აგრეთვე ერთობლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენად;

ე) სპორტის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის შეფასება და ხელშემშლელი მიზეზების გამოვლენა, სახელმწიფო ვალდებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით.“;

გ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც.“.

დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5

1. საკოორდინაციო საბჭო, თავისი ამოცანების შესრულების მიზნით, ქმნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს.

2. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს საქმიანობას წარმართავს საკოორდინაციო საბჭოს მდივანი.

3. საკოორდინაციო საბჭოსთან შეიძლება, შეიქმნას თემატური ჯგუფები (მათ შორის, საკოორდინაციო საბჭოს წევრების მონაწილეობით), რომელთა მუშაობასაც ხელმძღვანელობს საბჭოს მდივანი.

4. საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოსა და თემატური ჯგუფების შემადგენლობას, ფუნქციებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საკოორდინაციო საბჭო.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია