დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №127 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 126 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220030.10.003.017745 |
|
„საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №127 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის №127 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2013, 010220030.10.003.017292) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეიქმნას საქართველოში სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშემწყობი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში - საკოორდინაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: ლევან ყიფიანი - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე; თამაზ თევზაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; ირაკლი დოლაბერიძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი, საკოორდინაციო საბჭოს მდივანი; - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე; - დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები