„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 92
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 25/04/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017258
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
92
25/04/2013
ვებგვერდი, 29/04/2013
470230000.10.003.017258
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/04/2013 - 15/08/2013)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №92

2013 წლის 25 აპრილი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2013 წლის სახელმწიფო პროგრამა, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი



დანართი
 

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციის და აღჭურვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამა


მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია სამედიცინო დაწესებულებათა მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა.

მუხლი 2. პროგრამის კომპონენტები
1.  საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის მშენებლობის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები.

2. საექსპერტო სამუშაოები.

3.  ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაბამისი ტექნიკის, პროგრამული ლიცენზიების, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის და საჭირო მომსახურებების  შესყიდვის ღონისძიებები.

4.  პროგრამის ადმინისტრირება.


მუხლი 3. განხორციელების მეთოდოლოგია
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა ხორციელდება  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 4. პროგრამის განხორციელება
1. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის  „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი - 35 04) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.

2. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატი.


მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 5 013.3 ათასი ლარით:

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის მშენებლობის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები

72.0

2

საექსპერტო სამუშაოები

10.3

3

ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაბამისი ტექნიკის, პროგრამული ლიცენზიებისა, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფისა და საჭირო მომსახურებების  შესყიდვის ღონისძიებები

4 899.8

4

პროგრამის ადმინისტრირება

31.2

 

ს უ ლ

5 013.3