„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 277
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/10/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.017444
277
30/10/2013
ვებგვერდი, 31/10/2013
470230000.10.003.017444
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №277

2013 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №92 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“  2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამ­ტ­კი­ცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის №92 დადგე­ნი­ლე­ბაში (www.matsne.gov.ge, 29.04.2013, 470230000.10.003.017258) შე­ტანილ იქ­ნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული სახელ­მ­წი­ფო პროგრამის მე-5 მუ­ხ­ლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 31,020.0 ათასი ლარით:

 

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

საქართველოს ეროვნული სამედიცინო ტრენინგცენტრის მშენებლობის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები

72.0

2

საექსპერტო სამუშაოები,  ნებართვები, გეოლოგიური დასკვნა, საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა

82.5

3

ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვისათვის საჭირო ტექნიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შექმნა, შესაბამისი ტექნიკის, პროგრამული ლიცენზიების, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის და საჭირო მომსახურებების  შესყიდვის ღონისძიებები

8,180.0

4

პროგრამის ადმინისტრირება

45.5

5

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი №2) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრის ფუქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა

3,440.0

6

სასწრაფო-გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა

11,000.0

7

ზუგდიდის საავადმყოფოს პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა

400.0

8

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკების მშენებლობა

7,800.0

 

სულ

31,020.0.”.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი