აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/03/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 04/11/2013
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.110.016118
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
28/02/2013
ვებგვერდი, 04/03/2013
200140030.35.110.016118
აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
აბაშის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/03/2013 - 12/04/2013)

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2013 წლის 28 თებრევალი

აბაშა



 

აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ქ“ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

მუხლი 1
აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს №1 დანართის მიხედვით.
მუხლი 2
დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №7 დადგენილება აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია



 

აბაშის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების

მიწის ნორმატიული ფასის განაკვეთები


1. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) განისაზღვრება, შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

CN   =   IMG   X   ITL  X  C  X  K ,   სადაც:

1.1 CN - არის ერთი კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;

1.2 IMG - არის ქალაქ აბაშის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად ქალაქ აბაშისათვის უდრის 0,47-ს;

1.3 ITL- არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ქალაქ აბაშისათვის უდრის 1-ს (რადგან ქალაქ აბაშაში ზონირება არ ხორციელდება);

1.4  C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი რომელიც უდრის 0,24 ლარს.

1.5 K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დადგინდეს 140-ით.

2. პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. აბაშაში 1მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:

 

IMG

ITL

C

K

CN

0,47

1

0,24

140

15,792

 

3. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის საზღვარი)  საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში  (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით, ანუ 15,792 ლარით.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ (აბაშა-მარტვილისა და აბაშა-გაღმა კოდორი-გულეიკარი-ჯაპანის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7,896 ლარით.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზრვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7,896 ლარით, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში, გარდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში არსებული არეალებისა, 25%-ის ოდენობით, ანუ 3,948 ლარით.