„აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/04/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2013
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.110.016128
20
12/04/2013
ვებგვერდი, 17/04/2013
200140030.35.110.016128
„აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აბაშის მუნიციპალიტეტი
 

                                                                                                       

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2013 წლის 12 აპრილი

ქ. აბაშა



 

„აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ქ" ქვეპუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ", საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №10 დადგენილებაში, რომელიც გამოქვეყნებულია სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ (04/03/2013 წელს, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.110.016118), შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, კერძოდ: დადგენილების დანართი №1-ის მე-3 და მე-4 პუნქტები შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3 აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის საზღვარი)  საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში  (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით, ანუ 15,792 ლარით.

4, აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის (აბაშა-მარტვილის და აბაშა-გაღმა კოდორი-გულეისკირი-ჯაპანის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7,896 ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თოფურია