დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | აბაშის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/11/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200140030.35.110.016118 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/03/2013 - 12/04/2013)
|
აბაშის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ქ“ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულების საფუძველზე, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა: |
| მუხლი 1 |
აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს №1 დანართის მიხედვით. |
| მუხლი 2 |
დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 13 თებერვლის №7 დადგენილება აბაშის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
აბაშის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განაკვეთები |
1.
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო და აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში - მიწის ნორმატიული ფასი) განისაზღვრება, შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K , სადაც: 1.1 CN - არის ერთი კვადრატული მეტრი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 1.2 IMG - არის ქალაქ აბაშის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებით დამტკიცებული მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად ქალაქ აბაშისათვის უდრის 0,47-ს; 1.3 ITL- არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც ქალაქ აბაშისათვის უდრის 1-ს (რადგან ქალაქ აბაშაში ზონირება არ ხორციელდება); 1.4 C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვადრატულ მეტრზე საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, წლიური გადასახადის საბაზისო განაკვეთი რომელიც უდრის 0,24 ლარს. 1.5 K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა დადგინდეს 140-ით. |
2.
პირველი პუნქტის მიხედვით, ქ. აბაშაში 1მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს შემდეგი სახით:
|
3.
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის (რუსეთის საზღვარი) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 100%-ის ოდენობით, ანუ 15,792 ლარით. |
4.
აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალ (აბაშა-მარტვილისა და აბაშა-გაღმა კოდორი-გულეიკარი-ჯაპანის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7,896 ლარით. |
5.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი განისაზრვროს ქ. აბაშაში დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით, ანუ 7,896 ლარით, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში, გარდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში არსებული არეალებისა, 25%-ის ოდენობით, ანუ 3,948 ლარით. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები