დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/02/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 02/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.156.016128
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
10
22/02/2013
ვებგვერდი, 26/02/2013
010320040.35.156.016128
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/02/2013 - 15/03/2013)

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №10

2013 წლის 22 თებერვალი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
1. გამგებელის თანამდებობის დასაკავებლად – უმაღლესი განათლება, უცხო ენის ცოდნა, საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი და არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
2. გამგებლის მოადგილის და საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად - უმაღლესი განათლება, საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი, უცხო ენის ცოდნა და არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
3. სამსახურის უფროსის, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის, განყოფილების უფროსის და გამგებლის თანაშემწის თანამდებობის  დასაკავებლად – უცხო ენის ცოდნა საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი, უმაღლესი განათლება;
4. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის (აპარატის უფროსის გარდა) და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის  უმცროსის საჯარო თანამდებობის დასაკავებლად - საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი, არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება, უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
5. ამ დადგენილების №1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა სავალდებულოა დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი მე- 2 მე-3 და მე-4 პუნქტში მითითებული ყველა კანდიდატისათვის. დადგენილების №1 დანართის მე-7, მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სავალდებულო არ არის ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტში მითითებული კანდიდატებისათვის.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ ადუაშვილი



დანართი №1
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში

მუხლი 1
საქართველოს კონსტიტუცია;
მუხლი 2
ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.

 

მუხლი 3
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი.
მუხლი 4
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება.

 

მუხლი 5
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება.

 

მუხლი 6
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
მუხლი 7
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.
მუხლი 8
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
მუხლი 9
„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი.
მუხლი 10
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
მუხლი 11
„სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი.