დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/09/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.156.016178
60
26/09/2014
ვებგვერდი, 02/10/2014
010320040.35.156.016178
დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №60

2014 წლის 26 სექტემბერი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

 ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის, „ადგილობრივი თვითმმართველობის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხდებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის ტესტირების ეტაპების ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამსახურის უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) განათლება – უმაღლესი.

ბ) სამუშაო გამოცდილება – სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე, მენეჯმენტის სფეროში ან/და მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ (2) წლიანი გამოცდილება.

გ) ცოდნა/კომპეტენცია – საქართველოს კონსტიტუცია; „ევროპული ქარტია“, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’;  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს მე-VI თავი;.

დ) უნარები – პროექტების მართვის უნარი; კონფლიქტების/სტრესის მართვა; დროის ეფექტური მართვა; შემოქმედებითი აზროვნება, კრეატიულობა/ინოვაციურობა; შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; პასუხისმგებლობა; კომუნიკაბელურობა; აქტიურობა; კოლეგიურობა; მიზანდასახულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ანალიზისა და არგუმენტაციის უნარი;  საოფისე კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel.


მუხლი 2. დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანშემწის და დმანისისი მუნიციპალიტეტის გამგეობაში განყოფილების უფროსის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) განათლება – უმაღლესი.

ბ) სამუშაო გამოცდილება – სასურველია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ (1) წლიანი გამოცდილება.

გ) ცოდნა/კომპეტენცია – საქართველოს კონსტიტუცია; “ევროპული ქარტია“, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’;  საქართველოს კანონი

„საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს მე-VI თავი;

 დ) უნარები – პროექტების მართვის უნარი; კონფლიქტების/სტრესის მართვა; დროის ეფექტური მართვა; შემოქმედებითი აზროვნება, კრეატიულობა/ინოვაციურობა; შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; პასუხისმგებლობა; კომუნიკაბელურობა; აქტიურობა; კოლეგიურობა; მიზანდასახულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ანალიზისა და არგუმენტაციის უნარი; საოფისე კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel.


მუხლი 3. ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის  დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) განათლება – საშუალო, სასურველია უმაღლესი განათლება.

ბ) სამუშაო გამოცდილება – სასურველია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ (1) წლიანი გამოცდილება.

გ) ცოდნა/კომპეტენცია – საქართველოს კონსტიტუცია; “ევროპული ქარტია“, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’;  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს მე-VI თავი; 

დ) უნარები – კონფლიქტების/სტრესის მართვა; დროის ეფექტური მართვა; შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; პასუხისმგებლობა; კომუნიკაბელურობა; აქტიურობა; კოლეგიურობა; მიზანდასახულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ანალიზისა და არგუმენტაციის უნარი; საოფისე კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel.


მუხლი 4. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის უმცროსის საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა) განათლება – საშუალო, სასურველია უმაღლესი, უპირატესობა მიენიჭება შესაბამისი განათლების მქონე  კანდიდატს.

ბ) სამუშაო გამოცდილება – სასურველია, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

გ) ცოდნა/კომპეტენცია – საქართველოს კონსტიტუცია; “ევროპული ქარტია“, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’;  საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; საქართველოს კანონი „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის" მე-VI თავი;

დ) უნარები – კონფლიქტების/სტრესის მართვა; დროის ეფექტური მართვა; შემოქმედებითი აზროვნება, კრეატიულობა/ინოვაციურობა; შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი; პასუხისმგებლობა; კომუნიკაბელურობა; აქტიურობა; კოლეგიურობა; მიზანდასახულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ანალიზისა და არგუმენტაციის უნარი;  საოფისე კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel.


მუხლი 5
 ეს დადგენილება არ ვრცელდება დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებზე.
მუხლი 6
     ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 22 თებერვლის №10 დადგენილება (სსმ,26/02/2013, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.156.016128).
მუხლი 7
    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი