დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 თებერვლის №10 დაგენილებაში ცვლილების შტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | დმანისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/03/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.35.156.016129 |
|
„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 თებერვლის №10 დაგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 თებერვლის №10 დაგენილების (სსმ, 26/02/2013, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010320040.35.156.016128) პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. სამსახურის უფროსის, ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის, განყოფილების უფროსის და გამგებლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად – არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება, უცხო ენის ცოდნა საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი, უმაღლესი განათლება. 4. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის (აპარატის უფროსის გარდა) და დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უმცროსის საჯარო თანამდებობის დასაკავებლად – საოფისე პროგრამების ცოდნა, ინტერნეტის მოხმარების უნარი, უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.”. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები