დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1921 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/04/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14(21), 13/05/1999 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.090.040.05.001.000.523 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს სუვერენული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომლის უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს ეროვნული დამოუკიდებლობა, ადამიანის სიცოცხლე, პირადი თავისუფლება და ხელშეუხებლობა, გმობს ანტიჰუმანურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს ჩადენილ ვანდალურ აქტს _ მშვიდობიანი აქციის დარბევას, აღიარებს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა და დაზარალებულთა მიერ ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს და მათთვის ჯეროვანი პატივის მიგების მიზნით იღებს ამ კანონს.
ამ კანონის მიზანია ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა სოციალური დაცვის გარანტიების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად:
ა) დაღუპულთა ოჯახის წევრებზე;
ბ) დაზარალებულებზე, რომელთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი დაფიქსირებულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქ. თბილისის №1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის მიერ, ამ კანონის მიღებამდე.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულად მიიჩნევიან:
ა) დაღუპულთა ოჯახის წევრები: შრომისუუნარო მშობლები; მეუღლე, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა; არასრულწლოვანი შვილი ან/და ნაშვილები;
ბ) დაინვალიდებული პირები;
გ) მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად დაზარალებული პირები.
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს უწესდებათ შემდეგი შეღავათები:
ა) საპენსიო უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ან მებაღეობა-მებოსტნეობის მეურნეობის მოსაწყობად საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უპირატესი მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით;
გ) კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლის შეკეთებაში დახმარების გაწევა სახელმწიფოს ხარჯზე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით;
დ) საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზი, ელექტროენერგია, რადიო, ტელეფონი, გარდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრებისა) ღირებულების გადახდისაგან გათავისუფლება, რომელთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით;
ე) სახელმწიფო და მუნიციპალური ამბულატორიულ-კლინიკური დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობა, ყოველწლიური დინამიური მეთვალყურეობა და სტაციონარული მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯზე, შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული მოცულობით;
ვ) აღდგენითი სარეაბილიტაციო-სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ასიგნების ფარგლებში;
ზ) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
თ) ქალაქში სახელმწიფო საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) უფასოდ სარგებლობა, აგრეთვე ქვეყნის შიგნით სარკინიგზო ტრანსპორტით 50 პროცენტის ფასდაკლებით მგზავრობა, რომელთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით;
ი) მოხუცთა და ინვალიდთა სახლ-პანსიონატებში უპირატესი მიღება, აგრეთვე პენსიონერთა სოციალური უზრუნველყოფის ტერიტორიულ განყოფილებებში და ბინაზე უპირატესი მომსახურება.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაინვალიდებულ პირებს უწესდებათ შემდეგი შეღავათები:
ა) საპენსიო უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ან მებაღეობა-მებოსტნეობის მეურნეობის მოსაწყობად საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უპირატესი მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით;
გ) კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლის შეკეთებაში დახმარების გაწევა სახელმწიფოს ხარჯზე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით;
დ) საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზი, ელექტროენერგია, რადიო, ტელეფონი, გარდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრებისა) ღირებულების გადახდისაგან გათავისუფლება, რომელთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით;
ე) სახელმწიფო და მუნიციპალური ამბულატორიულ-კლინიკური დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობა, ყოველწლიური დინამიური მეთვალყურეობა და სტაციონარული მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯზე, ინვალიდთა სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად;
ვ) აღდგენითი სარეაბილიტაციო-სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება ინვალიდთა სარეაბილიტაციო სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად;
ზ) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
თ) სამკურნალო დაწესებულებებში კბილების პროთეზის (ძვირფასი ლითონების პროთეზის გარდა) უფასოდ დამზადება და შეკეთება ინვალიდთა სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;
ი) წელიწადში ერთხელ სანატორიუმის, დასასვენებელი სახლისა და პროფილაქტორიუმის უფასო საგზურით უზრუნველყოფა ინვალიდთა სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში;
კ) ქალაქში სახელმწიფო საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) უფასოდ სარგებლობა, აგრეთვე ქვეყნის შიგნით სარკინიგზო ტრანსპორტით 50 პროცენტის ფასდაკლებით მგზავრობა, რომელთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით;
ლ) სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის შემცირებისას სამუშაოზე უპირატესი დატოვება სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად;
მ) მოხუცთა და ინვალიდთა სახლ-პანსიონატებში უპირატესი მიღება, აგრეთვე პენსიონერთა სოციალური უზრუნველყოფის ტერიტორიულ განყოფილებებში და ბინაზე უპირატესი მომსახურება.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად დაზარალებულ პირებს უწესდებათ შემდეგი შეღავათები:
ა) საპენსიო უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ან მებაღეობა-მებოსტნეობის მეურნეობის მოსაწყობად საკარმიდამო მიწის ნაკვეთის უპირატესი მიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით;
გ) კუთვნილი ავარიული საცხოვრებელი სახლის შეკეთებაში დახმარების გაწევა სახელმწიფოს ხარჯზე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით;
დ) საცხოვრებელი ფართობის ქირისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების (წყალი, საყოფაცხოვრებო და სხვა ნარჩენების გატანა, გაზი, ელექტროენერგია, რადიო, ტელეფონი, გარდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო საუბრებისა) ღირებულების 50 პროცენტის გადახდისაგან გათავისუფლება, რომელთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით;
ე) სახელმწიფო და მუნიციპალური ამბულატორიულ-კლინიკური დაწესებულებების მომსახურებით სარგებლობა, ყოველწლიური დინამიური მეთვალყურეობა და სტაციონარული მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯზე, შესაბამისი პროგრამებით გათვალისწინებული მოცულობით;
ვ) აღდგენითი სარეაბილიტაციო-სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული ასიგნების ფარგლებში;
ზ) შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
თ) სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, წელიწადში ერთხელ სანატორიუმის, დასასვენებელი სახლისა და პროფილაქტორიუმის უფასო საგზურით უზრუნველყოფა სახელმწიფოს ხარჯზე, რომელთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით;
ი) ქალაქში სახელმწიფო საქალაქო ტრანსპორტით (გარდა ტაქსისა) უფასოდ სარგებლობა, აგრეთვე ქვეყნის შიგნით სარკინიგზო ტრანსპორტით 50 პროცენტის ფასდაკლებით მგზავრობა, რომელთა დაფინანსებას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მეშვეობით;
კ) სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის შემცირებისას სამუშაოზე უპირატესი დატოვება სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად;
ლ) მოხუცთა და ინვალიდთა სახლ-პანსიონატებში უპირატესი მიღება, აგრეთვე პენსიონერთა სოციალური უზრუნველყოფის ტერიტორიულ განყოფილებებში და ბინაზე უპირატესი მომსახურება.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
მუხლი 7. სარიტუალო მომსახურების გაწევა
1. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
2. მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ სასაფლაოზე ადგილის გამოყოფას გარდაცვლილის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6888-რს - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი III. გარდამავალი დადასკვნითი დებულებანი
მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საქველმოქმედო ფონდ „9 აპრილთან“ შეთანხმებით, 1999 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე შესაბამისი მოწმობების გაცემა.
2. საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიამ საქართველოს საქველმოქმედო ფონდ „9 აპრილთან“ შეთანხმებით, 1999 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე სათანადო სადაზღვევო პოლისების გაცემა.
3. ამ კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა საპენსიო უზრუნველყოფა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით ომის ვეტერანებთან გათანაბრებულ პირთათვის დაწესებული პენსიის ოდენობის მიხედვით, ხოლო „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა საპენსიო უზრუნველყოფა განხორციელდეს იმავე ოდენობით, მათ მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას.
4. ამ კანონის II თავი და ამ მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2000 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 30 აპრილი.
№1921-IIს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999 წ., მუხ.239
დოკუმენტის კომენტარები