დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1921 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 30/04/1999 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 14(21), 13/05/1999 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.090.040.05.001.000.523 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს პარლამენტი აღნიშნავს სუვერენული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების მნიშვნელობას, რომლის უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს ეროვნული დამოუკიდებლობა, ადამიანის სიცოცხლე, პირადი თავისუფლება და ხელშეუხებლობა, გმობს ანტიჰუმანურ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს ჩადენილ ვანდალურ აქტს _ მშვიდობიანი აქციის დარბევას, აღიარებს საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა და დაზარალებულთა მიერ ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლასა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს და მათთვის ჯეროვანი პატივის მიგების მიზნით იღებს ამ კანონს.
ამ კანონის მიზანია ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულთა სოციალური დაცვის გარანტიების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად:
ა) დაღუპულთა ოჯახის წევრებზე;
ბ) დაზარალებულებზე, რომელთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი დაფიქსირებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ქ. თბილისის №1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრის მიერ, ამ კანონის მიღებამდე.
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულად მიიჩნევიან:
ა) დაღუპულთა ოჯახის წევრები: შრომისუუნარო მშობლები; მეუღლე, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა; არასრულწლოვანი შვილი ან/და ნაშვილები;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
გ) მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად დაზარალებული პირები.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №856 – ვებგვერდი, 03.07.2025წ.
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს:
ა) ენიშნებათ სახელმწიფო პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) უწესდებათ სხვა სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) (ძალადაკარგულია - 23.12.2005, №2454).
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს:
ა) ენიშნებათ სახელმწიფო პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) უწესდებათ სხვა სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) (ძალადაკარგულია - 23.12.2005, №2454).
ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან/და ქიმიური ნივთიერებებით მოწამვლის შედეგად დაზარალებულ პირებს:
ა) ენიშნებათ სახელმწიფო პენსია „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით;
ბ) უწესდებათ სხვა სოციალური დახმარებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) (ძალადაკარგულია - 23.12.2005, №2454).
მუხლი 7. სარიტუალო მომსახურების გაწევა
1. ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში მისი დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
2. მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ სასაფლაოზე ადგილის გამოყოფას გარდაცვლილის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6888 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.
თავი III. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საქველმოქმედო ფონდ „9 აპრილთან“ შეთანხმებით, 1999 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე შესაბამისი მოწმობების გაცემა.
2. საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიამ საქართველოს საქველმოქმედო ფონდ „9 აპრილთან“ შეთანხმებით, 1999 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულ პირებზე სათანადო სადაზღვევო პოლისების გაცემა.
21. ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი და მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან.
3. (ამოღებულია - 23.12.2005, №2454).
4. (ამოღებულია - 23.12.2005, №2454).
მუხლი 9. დასკვნითი დებულება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 30 აპრილი.
№1921-IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები