დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/01/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.35.166.016100 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/01/2013 - 27/02/2013)
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი თანდართული სახით (თან ერთვის); |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი |
მუხლი 1.
ზოგადი ნაწილი |
1. შენობა–ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის ფორმით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად.
2. შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. |
| მუხლი 2 |
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრა
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის გაანგარიშების საფუძველია ყველა სახის უძრავი ქონების ფართობი, მდებარეობა, შენობა–ნაგებობის მახასიათებელი (მდგომარეობა), დაკავებული მიწის ფართობი. 2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა გაიანგარიშება ფორმულით: ქ(წ) = (მნ + ქფ X ITL X LMg) X 0,2 სადაც: ქ(წ) - არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა; მნ - არის მიწის ნორმატიული ფასი და შეადგენს: ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის - 7,02 ლარს; ბ) შუალედური ზონისათვის - 5,40 ლარს; გ) პერიფერიული ზონისათვის - 3,78 ლარს; დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის - 2.7 ლარს. ქფ _ არის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასი, რომელსაც განსაზღვრავს აუდიტი. ITL არის მუნიციპალიტეტის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და შეადგენს ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის - 1,2 ლარს; ბ) შუალედური ზონისათვის - 1,0 ლარს; გ) პერიფერიული ზონისათვის - 0,7 ლარს; დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის - 0.5 ლარს. LMg არის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და შეადგენს - 0,45;
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები