დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №11 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/03/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.35.166.016104 |
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №11 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №11 დადგენილებაში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“ და დადგენილებით დამტკიცებული, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა გაიანგარიშება ფორმულით: ქ(წ) = (მნ + ქფ X ITL X LMg) X 0,2 სადაც: ქ(წ) – არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა; მნ – არის მიწის ნორმატიული ფასი და შეადგენს: ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის – 9,072 ლარს; ბ) შუალედური ზონისათვის – 7,56 ლარს; გ) პერიფერიული ზონისათვის – 5,292 ლარს; დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის – 3,78 ლარს. ქფ – არის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასი, რომელსაც განსაზღვრავს აუდიტი. ITL არის მუნიციპალიტეტის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და შეადგენს ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის – 1,2 ლარს; ბ) შუალედური ზონისათვის – 1,0 ლარს; გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7 ლარს; დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის – 0.5 ლარს. LMg არის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და შეადგენს – 0,45;“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები