დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა–ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/01/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040170050.35.166.016133 |
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი თანდართული სახით (თან ერთვის); |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 23 იანვრის №11 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი ნაწილი |
1. შენობა-ნაგებობების სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის ფორმით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება ამ წესის შესაბამისად.
2. შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. |
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრა |
1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობის გაანგარიშების საფუძველია ყველა სახის უძრავი ქონების ფართობი, მდებარეობა, შენობა-ნაგებობის მახასიათებელი (მდგომარეობა), დაკავებული მიწის ფართობი.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა გაიანგარიშება ფორმულით: ქ(წ) = (მნ + ქფ X ITL X LMg) X 0,2 სადაც: ქ(წ) _ არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების წლიური ქირის ოდენობა; მნ _ არის მიწის ნორმატიული ფასი და შეადგენს: ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის _ 9.072 ლარს; ბ) შუალედური ზონისათვის _ 7.56 ლარს; გ) პერიფერიული ზონისათვის _ 5.292 ლარს; დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის _ 3.78 ლარს. ქფ _ არის მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი ფასი, რომელსაც განსაზღვრავს აუდიტი. ITL არის მუნიციპალიტეტის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი და შეადგენს: ა) ქ. გურჯაანის ცენტრალური ზონისათვის _ 1,2 ლარს; ბ) შუალედური ზონისათვის _ 1,0 ლარს; გ) პერიფერიული ზონისათვის _ 0,7 ლარს; დ) მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის _ 0.5 ლარს. LMg არის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი და შეადგენს _ 0,45;
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები