დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ახალგორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.150.016035 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/01/2013 - 15/02/2013)
|
ახალგორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
| მუხლი 1 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 3 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 1933,4 ათასი ლარის ოდენობით ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 4 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 5 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 1933.4 ათასი ლარის ოდენობით ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 6 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 7 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 1933,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით. ათას ლარებშ ი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 8 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში განისაზღვროს თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 9 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს -90,0 ათასი ლარის ოდენობით. |
| მუხლი 10 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
10.1 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს -90,0 ათასი ლარის ოდენობით. ათას ლარებში
10.2 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება განისაზღვროს -90,0 ათასი ლარის ოდენობით. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 11 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით შეიქმნას სარეზერვო ფონდი 30,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი ხარჯვა განხორციელდეს კანონმდებლობის შესაბამისად. |
| მუხლი 12 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
12.1 დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 90.0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 39,6 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 31,5 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 2,0 ათასი ლარი; დ) „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 16,9 ათასი ლარი; |
| მუხლი 13 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
| მუხლი 14 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
14.1 თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ათას ლარებში
14.1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ახალგორის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა,აღრიცხვა, მობილიზება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა. მიზანი: ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხელშეწყობა; მოსალოდნელი შედეგი: წვევამდელთა გაწვევის გეგმის შესრულება; შეფასების კრიტერიუმი: მობილიზებული და ტრანსპორტირებული წვევამდელების რაოდენობა; 14.2 ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) ახლგორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლების საცხოვრებელი უბნების ეზოების დაგვა – დასუფთავება და ნაგვის გატანა, მწვანე ნარგავების მოვლა–პატრონობა,საკანალიზაციო კოლექტორის მოვლა–შენახვა, საოჯახო საკანალიზაციო არხების ამოწმენდა და ზამთრის პერიოდში დევნილთა დასახლებებში შიდა გზების თოვლის საფარისაგან გაწმენდა. ათას ლარებში
14.2.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) წეროვანის,წილკანის და ფრეზეთის დასახლებებში პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დასუფთავების ღონისძიებები, საკანალიზაციო კოლექტორის მოვლა– შენახვის პროგრამა, საპჯახო საკანალიზაციო სისტემების გარე ქსელის ამოწმენდის სამუშაოები. მიზანი: ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განვითარება; შედეგი: მოსახლეობისთვის კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა; შეფასების კრიტერიუმი: მოწესრიგებული და რეაბილიტირებული ობიექტების რაოდენობა; ა)დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 02) ახალგორის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია წეროვანის დევნილთა დასახლების შიდა გზების დაგვა–დასუფთავება.ფრეზეთის დევნილთა დასახლებიდან ნაგვის გატანა.ასევე წეროვანის წილკანისა და ფრეზეთის დასახლებების ზამთრის ნარჩენებისაგან გაწმენდა. ბ ) საკანალიზაციო სისტემის მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამით გათვალისწინებულია წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული საკანალიზაციო გამწმენდი კოლექტორის მოვლა–პატრონობა და რეაბილიტაცია.ამასთან ერთად საოჯახო საკანალიზაციო სისტემების ამოწმენდა და რეაბილიტაცია. 14.2.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია წეროვანის, წილკანისა და ფრეზეთის დევნილთა დასახლებებში მწვანე ნარგავების და სპორტული მოედნების მოვლა პატრონობა,სკვერების მოწყობა. 14.3 განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიზნით მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება . ათას ლარებში
ა) სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 00 01) წეროვანის დევნილთა დასახლებაში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ერთი საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 350 ბავშვი. ბაგა–ბაღს ფილიალი აქვს ფრეზეთის დევნილთა დასახლებაში, სადაც 20–მდე სკოლამდელი ასაკის ბავშვი იზრდება . პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს ბაღის სხვა მიმდინარე ხარჯებს. ასევე ხორციელდება არსებული ბაღის რეაბილიტაცია. მიზანი: ბაგა-ბაღის სრულფასოვანი ფუნქციონირება; შედეგი: გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი; შეფასების კრიტერიუმი: აღსაზრდელთა რაოდენობა; ბ) ახალგორის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე საღმზრდელო დაწესებულება –წეროვანის დევნილთა დასახლების ახალგაზრდული სახლი (პროგრამული კოდი 04 00 02) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სასკოლო ასაკის ბავშვთა სკოლისგარეშე სფეროში ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირება. ახალგაზრდულ სახლში არსებობს ხატვის, ქსოვის, მინანქრის, მხარეთმცოდნეობის,ჭადრაკის,ჭრა–კერვის, გალობის,ინგლისურის, მათემატიკის, ქართულისა და ქიმიის შემსწავლელი წრეები, სადაც დევნილი ბავშვები სკოლის გაკვეთილების შემდგომ იღებენ დამატებით განათლებას. ახალგაზრდულ სახლს ჰყავს 500– მდე სკოლის ასაკის ბენეფიციარი. მიზანი: –წეროვანის დევნილთა დასახლების ახალგაზრდული სახლის სრულფასოვანი ფუნქციონირება; შედეგი: გაუმჯობესებული საგანმანათლებლო პროცესი; შეფასების კრიტერიუმი: აღსაზრდელთა რაოდენობა; 14.4.კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად ერთად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; ათას ლარებში
14.4.1სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ,,ახალგორის მუნიციპალიტეტის სასპორტო კომპლექსური სკოლის“ ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა . 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:არსებული პროგრამა ემსახურება 1000-მდე სკოლის ასაკის სპორტსმენს. მიზანი: სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარება-პოპულარიზაცია; შედეგი: ქვეყნის ნაკრები გუნდების შევსება ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენებით; სპორტის სხვადასხვა სახეობებში ადგილობრივი და საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებში სპორტსმენთა წარმატებული გამოსვლა; შეფასების კრიტერიუმი: საქართველოს ჩემპიონატებში, თასების გათამაშებებში და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეთა და პრიზიორთა რაოდენობა; 14.4.2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 ) ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებული კულტურის სახლისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო(სამუსიკო) სკოლის ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის: მიზანი: კულტურული დაწესებულებების პოპულარიზაცია; შედეგი: დაინტერესებულ პირთა მომსახურების დონის ამაღლება; შეფასების კრიტერიუმი: მომსახურებით მოსარგებლე პირთა რაოდენობა. ა) კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 01 ) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების სანახაობებითა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, როგორიცაა საახალწლო და სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი კულტურული ღონისძიებები. ბ)ახალგორის სახელოვნებო(სამუსიკო) სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) წეროვანის დევნილთა დასახლებაში არსებობს მუსიკალური სკოლაში შვიდწლედი სადაც სწავლობს 45-მდე მოსწავლე,მათი მონაწილეობით ტარდება კლასიკური და ხალხური მუსიკის კულტურული ღონისძიებები . გ)ახალგორის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლი (პროგრამული კოდი-05 02 02) წეროვანის დევნილთა დასახლებაში კულტურის სახლის არსებობას განაპირობებს კულტურული ტრადიციების დაცვისა და მხარის ღირსეულად წარმოცენის დიდი სულისკვეთება.კულტურის სახლი ემსახურება ახალგაზრდა ხელოვანებს და დასახლებაში არსებულ ანსაბლებებს ხელს უწყობს მათი რეპერტუარის გაცნობას ადგილობრივ მოსახლეობასთან. 14.4 3. ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას (ლაშქრობები, ექსკურსიები). პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების პატრიოტთა ბანაკებში მგზავრობის ხარჯები. მიზანი: ახალგაზრდა თაობის საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა; შედეგი: ახალგაზრდების აქტივობის ზრდა და დროის ეფექტური გამოყენება; შეფასების კრიტერიუმი: განხორციელებული პროექტების რაოდენობა. 14.4.4 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია - მონასტრების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები . 14.5მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ათას ლარებში
14.5.1საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · არსებობის შემთხვევაში ცოფის კერის ლიკვიდაცია და დაკბენილი მოსახლეობის ზუსტი აღრიცხავა, სასწრაფო შეტყობინების სისტემის დახვეწა და გაუმჯობესება; · დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება; · ახალგორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; · სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება; მიზანი: განსაკუთრებით საშიში დაავადებების პრევენცია; შედეგი: დაავადებათა გავრცელების თავიდან აცილება; შეფასების კრიტერიუმი: პროფილაქტიკური აცრების შესახებ ინფორმირებული და ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე მოსახლეობის რაოდენობა. 14.5.2მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, ხანდაზმულთა სოციალური დაცვის მიზნით ფულადი შემწეობის გაცემა, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მიზანი: მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება; შედეგი: მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება; შეფასების კრიტერიუმი: პროგრამაში მონაწილე მოსახლეობის რაოდენობა. ა) ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ახალგორიდან დევნილი იმ მოსახლეობის დახმარება ,რომელთაც არ გააჩნიათ სადაზღვევო პოლისი,ან პოლისით არ არის განსაზღვრული კონკრეტული გამოკვლევის, ოპერაციის ან მკურნალობის დაფინანსება. ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია შეზღუდული და შრომისუუნარო პირთა დახმარებები ,რომლის ზედა ზღვარი არ აღემატება 200 ლარს. გ) ხანდაზმულთა სოციალური დაცვა(პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ხანდაზმულთა და საპენსიო ასაკამდე მისულ შრომისუუნარო პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება ,რომლის ოდენობაც არ აღემატება 300 ლარს დ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა(პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილა მარჩენალდაკარგულ პირთა ერთჯერადი დახმარება ,რომლის ოდენობაც არ აღემატება 200 ლარს.ამასთან ერთად ახალგორიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემდგომი დახმარება ოჯახზე, რომლის ოდენობაც არ აღემატება 400 ლარს. ე) ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით გაცემული ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დაბალშემოსავლიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარებები ,რომლის ოდენობაც არ აღემატება 300 ლარს.ამასთან ერთად ერთჯერადი ფულადი დახმარება ბავშვის გაჩენაზე,რომლის ოდენობაც არ აღემატება 200 ლარს. ვ) უმუშევართა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 06 ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია უმუშევართა პირების ერდჯერადი სოციალური დახმარება,რომლის ოდენობაც არ აღემატება 200 ლარს. ზ) ვეტერანთა სოციალური დაცვა(პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და მასთან გათანაბრებულ პირთა ერდჯერადი დახმარებები ,რომლის ოდენობაც არ აღემატება 250 ლარს ხოლო 2008 წლის აგვისტოს შედეგების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების დახმარება ,რომლის ოდენობაც არ აღემატება 300 ლარს. |
| მუხლი 15 |
ახალგორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები