დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.113.016115 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/01/2013 - 30/01/2013)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით: |
2.
განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლები I თავის შესაბამისად, კერძოდ: |
ა)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ბალანსი 1-ლი მუხლის თანახმად; |
ბ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები მე-2 და მე-3 მუხლების თანახმად. |
გ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახდელები მე-4 მუხლის თანახმად; |
დ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გრანტები მე-5 მუხლის თანახმად; |
ე)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები მე-6 მუხლის თანახმად; |
ვ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯები მე-7 მუხლის თანახმად; |
ზ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება მე-8 მუხლის თანახმად; |
თ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია მე-9 მუხლის თანახმად; |
ი)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მე-10 მუხლის თანახმად; |
კ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი მე-11 მუხლის თანახმად; |
ლ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მე-12 მუხლის თანახმად; |
3.
განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები II თავის შესაბამისად, კერძოდ: |
ა)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მე–13 მუხლის შესაბამისად, |
ბ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია მე-14 მუხლის თანახმად; |
გ)
განათლება მე-15 მუხლის თანახმად; |
დ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის კულტურა, რელიგია და ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები მე-16 მუხლის თანახმად; |
ე)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მე-17 მუხლის თანახმად; |
ვ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ბალანსის საპროგნოზო მაჩვენებლები მე-18 მუხლის თანახმად; |
ზ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლები მე-19 მუხლის თანახმად; |
თ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლები მე-20 მუხლის თანახმად; |
ი)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივებისა და ფუნქციონალური კლასიფიკაციის საპროგნოზო მაჩვენებლები მე-21 მუხლის თანახმად; |
4.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბრის №49 დადგენილება (ვებგვერდი, 111221024, 28/12/2011, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.113.016073). |
5.
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი
|
თავი I
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 9900,0 ათასი ლარის ოდენობით: |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 7282,5 ათასი ლარის ოდენობით |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 788,8 ათასი ლარის ოდენობით: |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9958,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება - 58,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 42,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: |
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 200.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1.
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 225.0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 79,5 ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 130.4 ათასი ლარი; |
გ)
სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 15,1 ათასი ლარი; |
2.
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 12.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00)
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების ამოცანათა განხორციელება ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. მუნიციპალიტეტი შესაბამისი ფინანსური რესურსების ფარგლებში უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ხელშეწყობას, რაც გამოიხატება კომუნალური ხარჯების ანაზღაურებაში. საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
1.1 სახანძრო. სამაშველო სამსახური (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მეხანძრეების ოპერატიული მოქმედებისათვის. დაბა ურეკის წყალმაშველთა ჯგუფი ემსახურენა ურეკი შეკვეთილის ზღვის დამსვენებლების უსაფრთხო დასვენების პირობები. მაშველები თეორიულად და პრაქტიკულად მომზადებულები ხვდებიან ზღვის სეზონს, წყალმაშველთა მოთხოვნების გათვალისწინებით აუცილებელია სპეც.ტექნიკისა და ინვენტარის შეძენა.
1.2 საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 02) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების, აგრეთვე საგზაო უსაფრთხოების ამოცანათა განხორციელება ბოლო წლებში ინტენსიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. მუნიციპალიტეტი 2013 წლის ბიუჯეტით აღარ უზრუნველყოფს მათი საქმიანობის ფინანსურ ხელშეწყობას.
1.3 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. |
მუხლი 14.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) |
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
14,1, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) 14,1,1, მუნიციპალური ტრანსპორტი (პროგრამული კოდი 03 02 02) პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა მუნიციპალური ტრანსპორტით მოსარგებლე მოსახლეობისათვის არსებული ტარიფის შენარჩუნება შესაბამისი ორგანიზაციის სუბსიდირების გზით, რასაც მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვაც გააჩნია. 14,2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობა, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება და მაწანწალა ცხოველებისგან დაცვა, სკვერების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია, წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის სამუშაოები. 14,3 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 01) მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია ქალაქის სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ღია ნაგავსაყრელის პოლიგონის მოვლა, სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატრებასთან დაკავშირებით წარმოქმნლი ნარჩენების დაგვა–დასუფთავება და მისი ოპერატიულად გატანა. მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. გაგრძელდება ოზურგეთში და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დიდი და პატარა დამატებითი ურნების დადგმა, ქალაქის ქუჩების მორწყვა და მორეცხვა. 14,4 კომუნალური მომსახურების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 03) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და შიდა ეზოებში ახალი წერტილების მოწყობა, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახდის შეუფერხებელი დაფარვა; მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. ქალაქის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ხეების გადაბელვა–ფორმირება, ზეხმელი და ავრიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა–დამიშავება და გატანა. მცენარეთა შესყდვა დარგვის თანმდევი მომსახურებით. 14,5 ა.ი.პ. სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 06) პროგრამის მიზანია სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ზრდა, არსებული სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების ეფექტური გამოყენება; სასოფლო სამეურნეო ტექნიკის სერვის–ცენტრებში ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების მიერ ფერმერებისათვის სწავლების ჩატარება და საკონსულტაციო მომსახურეობა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; სასათბურე მეურნეობების განვითარება სანერგე მეურნეობების შექმნა, მაღალ ხარისხიანი, ჯიშიანი ნერგების გამოყვანა არსებული ამორტიზირებული და არარენტაბელური ბაღების ჩასანაცვლებლად, ხილსაცავების მოწყობა მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანის მინიმიზირების უზრუნველყოფის მიზნით საკარანტინო მავნებლების გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების ჩატარება; ნიადაგის ნაყოფიერებების ამაღლების ღონისძიებები; 14,6 რეგიონალური განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონის სოციალ–ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, გურიის შესახებ ცნობადობის მიღწევა ტურიზმის სფეროში საერთაშორისო დონეზე, დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშეწყობა, კულტურული ტრადიციების აღდგენა, ახალგაზრდობის ჩართვა სხვადასხვა საქმიანობებში გარემოს დაცვითი ღონისძიებების განხორციელება და რეგიონალური განვითარების სააგენტოების ქსელში გაწევრიანება, ერთობლივ და ქსელურ პროექტებში მონაწილეობის მიზნით. |
მუხლი 15.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00) |
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.
15,1 სკოლამდელი განათლების დაფინანსება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ბაგა–ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. ქალაქის საბავშვო ბაღებში მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 37 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1600 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს ქალაქის ბაღებში 15 ლარს ხოლო სოფლის ბაღებში 10 ლარს და აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვების კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს.
15,2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი და ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. 15,2,1 ა.ი.პ. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი (პროგრამული კოდი 04 02 02) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის განათლებას. ორგანიზაციის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობის მოქალაქეობრივი, პატრიოტული ცნობიერების, შრომითი უნარჩვევების ჩამოყალიბება, განსხვავებული უნარის მქონე ბავშვების ინტეგრირება საზოგადოებაში სადაც სრული თავისუფლება მიენიჭება მათ შესაძლებლობებს. 15,2,2 განათლების სხვა ღონისძიებები (პროგრამული კოდი 04 02 03) ქვეპროგრამში გათვალისწინებულის საჯარო სკოლების ხელშეწყობა. |
მუხლი 16.
კულტურა, რელიგია და ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 00) |
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს მდიდარი კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
16,1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში სპორცმენთა მომზადების ორგანიზაციური და მეთოდური ხელშეწყობა,სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები და დაფინანსდება:
16,1,2 კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება:
16,1,3 ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. გაგრძელდება თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან: ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა მხარდაჭერა და წახალისება; თავისუფალი დროის შინაარსიანად და ეფექტურად ორგანიზება. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების პატრიოტთა ბანაკებში მგზავრობის ხარჯები. 16,1,4 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. 16,1,5 ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა (პროგრამული კოდი 05 02 13) მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა; ტურისტული მარშუტების დაგეგმარება; ლაშქრობების და სკაუტების ორგანიზება; ტურისტული დისლოკაციის ადგილების მოწყობა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ურეკში, შეკვეთილში ზღვის სეზონთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები, სეზონის გახსნა და დახურვა, სხვადასხვა სახის ფესტივალების მოწყობა. კურორტ გომისმთაზე სამთო ექსტრემალური სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტების ორგანიზება და ხელშეწყობა. |
მუხლი 17.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
17,1. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარების პროგრამა 140.000 ლარი პროგრამის განმახორციელებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური. პროგრამის მიზანი მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური ფინანსური დახმარება პროგრამის სუბიექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები 4 და მეტი შვილი 18 წლამდე, რომელთა სარეიტინგო ქულაა 57.001 დან 150.000მდე. ერთერთი ბავშვის სრულწლოვანების ასაკის შემთხვევაში ოჯახი კარგავს დახმარებას. მუნიციპალიტეტში აღრიცხულია 86 მრავალშვილიანი ოჯახი 4 და მეტი 18 წლამდე ბავშვით. მონაცემები წლის განმავლობაში ცვალებადია. პროგრამა განხორციელდება ყოველთვიურად ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში. ერთ მრავალშვილიან ოჯახზე გაიცემა ყოველთვიური დახმარება თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით. მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57.000-ს (84 ოჯახი) წლის განმავლობაში სამჯერ გაეწევათ დახმარება 100 ლარის ოდენობით. პროგრამის დაფინანსება პროგრამით გათვალიწინებული თანხაა 140.000 პროგრამით გათვალიწინებული კატეგორიის მიხედვით დგება რეესტრი. დაფინანსება მოხდება ყოველთვიურად ბანკის მეშვეობით ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე. 17,2, უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთა 80.000ლარი პროგრამის განმახორციელებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური. პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეჭირვებული მოსახლეობის ყოველდღიური მატერიალური და მორალური დახმარება, მათი ყოველდღიური ერთჯერადი კვება. პროგრამის სუბიექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული 125 მოქალაქე. პროგრამა განხორციელდება ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში. პროგრამის დაფინანსება პროგრამით გათვალიწინებული თანხაა 80.000 ლარი. თანხის გაცემა ხდება ყოველთვიური ლიმიტის ფარგლებში. 17,3. სტიქიური მოვლენების შედეგად და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარების პროგრამა 150.000 ლარი მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრები ოჯახების ერთდროული მატერიალური დახმარება. პროგრამის სუბიექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრები ოჯახები. მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს განცხადება, აქტი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულიდან ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომერეობის შესახებ, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან. განცხადების დაკმაყოფილება მოხდება სოციალური სამსახურის და ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის მიერ გაცემული შემოწმების აქტის საფუძველზე. განმცხადებელი დაფინანსებას იღებს ინდივიდუალურად პროგრამის დაფინანსებისათვის საჭიროა 150.000 ლარი.O 17,4. ვეტერანთა დახმარების პროგრამა 19000 ლარი პროგრამის განმახორციელებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური. პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და შეიარაღებული ძალების ვეტერანების (სამამულო ომის ვეტერანი-75; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1992-1993წლებში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახები-39, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახები-3 ოჯახი) ერთჯერადი მატერიალური დახმარება. 9 მაისს, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეს 75 სასამულო ომის ვეტერანზე გაიცემა ერთჯერადი მატერიალური დახმარება 50 ლარის ოდენობით . 2008 წლის აგვისტოს დაღუპულ მეომართა ხსოვნის დღე- 2400 ლარი (სამი ოჯახი) საქართელოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღე 27 სექტემბერი- 3900 ლარი. (39 ოჯახი); ვეტერანთა კავშირი 8940 ლარი
პროგრამის განხორციელებისათვის საბიუჯეტო წლის განმავლობაში თანხის რაოდენობა შეადგენს 19000 ლარს.
17,5. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და II მსოფლიო ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება. გათვალისწინებულია 10 000 ლარი (250ლარი თითოეულზე). გარდაცვლილის მემკვიდრემ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახურში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 1. ომის მონაწილის პლასტიკური ბარათი 2. ომის მონაწილის გარდაცვალების ცნობა 3. თანხის ამღების პირადობის მოწმობის ასლი თანხის გაცემა მოხდება ბანკში ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე. 17,6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამა - 40100 ლარი. 1. გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციასთან არსებული დღის ცენტრში 18 წელს გადაცილებული 15 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაფინანსება. მთლიანი ბიუჯეტი 2013 წლის 1იანვრიდან 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 40100 ლარი. ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებულია დღიური ხარჯი 8 ლარი. პროექტით გათვალისწინებულია მომსახურების შემდეგი სერვისი: 1. ბენეფიციართა ყოველდღიური მომსახურება(შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) 2-ჯერადი კვებით სადილი და სამხარი. 2. ბენეფიციართა სატრანსპორტო უზრუნველყოფა (ცენტრში მათი მიყვანა და შინ დაბრუნებ) 3. საყოფაცხოვრებო და პროფესიული უნარჩვევების განვითარება. 4. საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტული გამაჯანსაღებელი ღონისძიებები. 5. ბენეფიციართა სან-ჰიგიენური დაფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა. Pპროგრამა ხორციელდება ერთჯერადად. ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაშიPპროგრამის განხორციელებისთვის საჭიროა 40100 ლარი. 17,7. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების პროგრამა ( აფხაზეთი –სამაჩაბლო) -16.300 ლარი პროგრამის განმახორციელებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 220 ადამიანი 69 ოჯახი იძულებით გადაადგილებულ პირთა (აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან) ერთჯერადი მატერიალური დახმარებებით უზრუნველყოფა. 1. ზამთრისათვის საშეშე მერქნით დახმარების პროგრამა დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თითოეული ოჯახისთვის საშეშე მერქნის თანხის უზრუნველყოფით. პროგრამის განხორციელებისათვის საბიუჯეტო წლის განმავლობაში თანხის რაოდენობა შეადგენს 13000 ლარს. თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით. 2. დევნილთა სარიტუალო ხარჯები პროგრამის განხორციელებისათვის საბიუჯეტო წლის განმავლობაში თანხის რაოდენობა შეადგენს 1000 ლარს (თითოეულ ოჯახზე 200 ლარი). 3. ექსტრემალურ სიტუაციაში-ოპერაცია და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება. პროგრამის განხორციელებისათვის საბიუჯეტო წლის განმავლობაში თანხის რაოდენობა შეადგენს 2300 ლარს. მაქსიმალური თანხა 300 ლარი. ყველა სახის დახმარებების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე.
17,8. ხანდაზმულთა დახმარების პროგრამა 1500 ლარი პროგრამის განმახორციელებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 100 წლის და 100 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეების დახმარება (თითოეულზე 200 ლარის ოდენობით). ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 6 ას წელს გადაცილებული მოქალქეა. მონაცემები ცვალებადია. 17,9. ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებზე სათბობის (შეშის)შეძენის ხარჯები. 20.000 ლარი. პროგრამის განმახორციელებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა და უკიდურესად შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სარეიტინგო ქულით 100.000-მდე ერთდროული მატერიალური დახმარება. პროგრამის დაფინანსების წესი Dდახმარების მიღების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ შენდეგი დოკუმენტაცია: მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს განცხადება, აქტი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულიდან ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომერეობის შესახებ, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, პირადობის მოწმობის ასლი.
დახმარების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე. 17,10. თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა -34.000ლარი პროგრამის განმახორციელებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური. პროგრამის მიზანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებული 22-მდე მოქალაქე დიალიზის მკურნალობის კურსს გადის ქ. ბათუმსა და სხვა ქალაქებში. მათთვის მგზავრობის თანხით დაფინანსება. თითოეულს ყოველთვიურად 120ლარის ოდენობთ. დახმარების მიღების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ შენდეგი დოკუმენტაცია: განცხადება პირადობის მოწმობის ასლი ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ. დახმარების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე. თითოეულ ბენეფიციარს გამოეყოფა ყოველთვიურად მგზავრობის თანხა 120 ლარის ოდენობით. 17.11, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება-30.000 ლარი დღის ცენტრი 25 უკიდურესად შეჭირვებულ ბავშვს მოემსახურება: M-მომსახურება განხორციელდება შაბათ-კვირისა და სადღესასწაულო დღეების გარდა ყოველ დღე 14:00 სთ. დან 18:00 სთ. მდე. ბავშვები უზრუნველყოფილი იქნებიან ორჯერადი კვებით (სადილი და სამხარი.) -ცენტრის მიერ განხორცილდება ოჯახის მხარდამჭერი ღონისძიებები: მშობელთა კონსულტაციები, ვიზიტი ოჯახებში და შეფასება, ოფიციალური დოკუმენტაციის მოწესრიგებაში დახმარება. -სამედიცინო მომსახურეობა -ფსიქოლოგის მომსახურეობა -იფუნქციონირებს სხვადასხვა წრეები (კულინარია, ხელგარჯილობა. მუსიკა-ქორეოგრაფია, უცხო ენები). 17,12, სკოლამდელ აღზრდის დაწესებულებებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, მრავალშვილიანი და ლტოლვილის სტატუსის მქონე აღსაზრდელთა გადასახადისაგან განთავისუფლება -- 30.000 ლარი პროგრამის სუბიექტი 1. სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილი, რომლებთაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთ ერთიან ბაზაში აქვთ სარეიტინგო ქულა 5700-მდე სრულად თავისუფლდებიან გადასახადისაგან. 2. ლტოლვილის სტატუსიის მქონე აღსაზრდელები, შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სრულად თავისუფლდებიან გადასახადისაგან. 3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილები (4 და მეტი შვილი), 50% თავისუფლდება გადასახადისაგან. 4. მრავალშვილიანი ოჯახის შვილები (4 და მეტი შვილი),რომელთაც ცენტრის ფილიალებში ჰყავთ 3 აღსაზრდელი ან მეტი, გადაიხდის მხოლოდ 1 აღსაზრდელზე დაწესებულ გადასახადს. ამგვარი შეღავათებით ისარგებლებს 310-მდე აღსაზრდელი პროგრამის განხორციელებისათვის საბიუჯეტო წლის განმავლობაში თანხის რაოდენობა შეადგენს 30.000 ლარს. 17,13. ხანდაზმულთა სახლისთვის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფის პროგრამა-9510ლარი პროგრამის მიზანი ხანდაზმულთა თავშესაფარში განთავსებული ბენეფიციარები ძირითადად სოციალურად დაუცველი ადამიანები არიან. მათი მოვლა და პატრონობა , მათზე მზრუნველობა სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულაბას წარმოადგენს. , პროგრამის მიზანია 26 ხანდაზმულის დაკმაყოფილება საბაზისო პირობებით. პროგრამის მონაწილეები: ოზურგეთის მუიციპალიტეტის დაბა ანასეულში მდებარე ხანდაზმულთა სახლში მცხოვრეი 26 ბენეფიციარი. პროგრამის ამოცანები: პროგრამა მიზნად ისახავს ხანდაზმულთა სახლის კომუნალური გადასახადებით უზრუნველყოფას. პროგრამის განხორციელებისათვის საბიუჯეტო წლის განმავლობაში თანხის რაოდენობა შეადგენს 9510 ლარს. 17,14. მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა – 178590 პროგრამა ივალისწინებს სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების პროგრემაბს: 1. შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარების პროგრამა-103.590 მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უფლებების რეალიზაცია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში და საზოგადოების უკიდურესად ხელმოკლე ნაწილის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა ინდივიდუალური მიმართვის საფუძველზე. პროგრამის სუბიექტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები შეჭირვებული მოქალაქეები, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო მომსახურებას და რეგისტრორებულები არიან სოციალურად დაუცველთ ერთიან ბაზაში და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150.00-ს.
Dდახმარების მიღების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა 100, მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის ღირებულების ამსახველი ანგარიშ-ფაქტურა, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან, პირადობის მოწმობის ასლი, აქტი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულიდან ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შესახებ.
განმცხადებელი დაფინანსებას იღებს ინდივიდუალურად, დახმარებების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე ან გადარიცხვა მოხდება სამედიცინო დაწესებულებაში. პროგრამა ხორციელდება ერთი საბიუჯეტო წლის მანძილზე. . 2. მშობიარეთა თანადაფინანსების პროგრამა- 45.000 ლარი. პროგრამის განმახორციელებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური. პროგრამის სუბიექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალშობილთა ოჯახები, რომლებიც არ სარგებლობენ სამედიცინო პოლისით და მათი სარეიტინგო ქულა არის 70.001 დან 150.000მდე. პროგრამის განხორციელებისათვის საბიუჯეტო წლის განმავლობაში თანხის რაოდენობა შეადგენს 45.000ლარს. შენიშვნა: აღნიშნული დახმარება გაიცეს იმ ოჯახებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ სარეიტინგო ქულა, მაგრამ ვერ სარგებლობენ სამედიცინო პოლისით. (პოლისის დანიშვნას აგვიანდება 4-5 თვე). 3. 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სამედიცინო მომსახურება თანადაფინანსებით-15.000ლარი პროგრამის მონაწილე არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც არ სარგებლობენ სამედიცინო პოლისით. პროგრამის განხორციელებისათვის საბიუჯეტო წლის განმავლობაში თანხის რაოდენობა შეადგენს 15000 ლარს. 4. უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა. 15.000 ლარი პროგრამის განმახორციელებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური. პროგრამის მიზანი პროგრამის მიზანია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 110-მდე უსინათლო ინვალიდის ერთჯერადი მატერიალური დახმარება. თითოეულს 150 ლარის ოდენობით. დახმარების მიღების მსურველებმა მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარმოადგინონ შენდეგი დოკუმენტაცია: განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი, ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი. დახმარების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე.
შენიშვნა: იმ შემთხვავეში თუ ამოქმედდება საყოველთაო დაზღვევა ზემოთაღნიშნული პროგრამებში მოხდება შესაბამისი ცვლილებები. |
მუხლი 18.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ბალანსი საპროგნოზო მაჩვენებლებით: |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 19.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები საპროგნოზო მაჩვენებლებით: |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 20.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის გადასახდელები საპროგნოზო მაჩვენებლებით: |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 21.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ფუნქციონალური კლასიფიკასია საპროგნოზო მაჩვენებლებით: |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები