დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.169.016106 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/01/2013 - 25/01/2013)
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-22 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 78-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს : |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში – 4110.0 ათასი ლარი, აგრეთვე გადასახდელების ნაწილში – 4110.0 ათასი ლარი. |
| მუხლი 2 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს დადგენილების დანართი 1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა განისაზღვროს დადგენილების დანართი 2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს დადგენილების დანართი 3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს დადგენილების დანართი 4-ის შესაბამისად. |
| მუხლი 6 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის პროგრამული ბიუჯეტი განისაზღვროს დადგენილების დანართი 5-ის შესაბამისად. |
| მუხლი 7 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 50.0 ათასი ლარის ოდენობით. |
| მუხლი 8 |
დადგენილება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრიდან. |
|
|
|
დანართი 2
|
|
დანართი 3
|
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი 4
|
|
თავი I
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 3460.5 ათასი ლარის ოდენობით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 1450.0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 600.0 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 4110.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება -177.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 23.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 200.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო – 449,5 ათასი ლარის ოდენობით |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 449,5 ათასი ლარის ოდენობით.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება – 449,5 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 50.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 63,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 102,1 ათასი ლარი.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების, პროგრამების მათი აღწერის, მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორები |
მუხლი 16.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება |
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები.
მოსახლეობის სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების და სხვა საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში დახმარების გასაწევად სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს სამაშველო სამსახურის ოპერატიული მოქმედება, მათი მზადყოფნა დროული და სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება.
საგანგებო სიტუაციების მართვა (პროგრამული კოდი 02 01) ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. არსებული რესურსებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით სახანძრო და მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
|
მუხლი 17.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 03 00) |
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები და გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია.
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება და შესაკეთებელი გზების რეაბილიტაცია. 2013 წელს დაგეგმილია ქ. დედოფლისწყაროში არსებული შიდა გზების ორმოული შეკეთება და მოასფალტება, სოფლებში არსებული ასფალტის საფარიანი გზების რეაბილიტაცია, გრუნტოვანი გზების მოხრეშვა მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების და ფასადების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ნაწილობრივი დასუფთავება, ქ. დედოფლისწყაროში და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოწესრიგდება და გარკვეულ ქუჩებზე მოეწყობა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები, აგრეთვე სოფლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სათავე ნაგებობებს და ამორტიზებულ წყალმომარაგების სისტემებს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
ბინათმშენებლობის ღონისძიებები პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საექსპერტო მომსახურება 2013 წელში განსახორციელებელ პროექტებზე. წყალსადენი სისტემის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. დედოფლისწყაროში წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაცია, სოფელ ზემო მაჩხაანში სადაწნევო მილის რეაბილიტაცია და ახალი ჭაბურღილის მოწყობა, სოფელ მირზაანში ცენტრალური სატუმბი სადგურიდან სადაწნევო მილის რეაბილიტაცია, სოფელ არბოშიკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, სოფელ ხორნაბუჯში წყალშემკრები ავზის რეაბილიტაცია, სოფელ ზემო ქედში, არხილოსკალოსა და ქვემო ქედში შიდა წყალმომარაგების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია, სოფელ ფიროსმანის წყალმომარაგების შიდა ქსელის მოწყობა. გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 03)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და ახალი ქსელის მოწყობა, კერძოდ: ქ. დედოფლისწყაროში მთელ რიგ ქუჩებზე გარე განათების მოწყობა, სოფელ მირზაანში, არბოშიკში, ხორნაბუჯში, ზემო ქედში და ფიროსმანში გარე განათების მოწყობა. გარემოს დაცვითი ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 04)
გარემოს დაცვითი ღონისძიებებიდან დასუფთავების სამუშაოები და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს. ეკოლოგიური და სანიტარიული ნორმების დაცვის მიზნით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქ. დედოფლისწყაროდან და სოფლებიდან: ზემო მაჩხაანი, არბოშიკი, მირზაანი, ოზაანი, გამარჯვება, ხორნაბუჯი და სამრეკლო, გრაფიკის შესაბამისად, დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, გარე ქსელის ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გათავისუფლება. ქვეპროგრამის ფარგლებში ქ. დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მოწესრიგდება და მოეწყობა საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, აგრეთვე მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იერსახე შელახულია და აქედან გამომდინარე, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მათი რეაბილიტაცია, კერძოდ: ქ. დედოფლისწყაროსა და სოფლებში: ზემო მაჩხაანი, მირზაანი, ზემო ქედი, ქვემო ქედი, სამთაწყარო, ფიროსმანი და საბათლო არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, აგრეთვე მთელ რიგ სოფლებში მოხდება მოსაცდელის რეაბილიტაცია, ნაგავსაყრელების გაწმენდა, მინისპორტული მოედნების მოწყობა და ა.შ.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
|
მუხლი 18.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00) |
სკოლამდელ განათლებას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, აღნიშნული პრიორიტეტის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა.
სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01)
აღნიშნული პროგრამით შესაბამისად საბავშვო-ბაგა ბაღებში ხორციელდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზება, ზრუნვა ჰიგიენასა და კვებაზე, აღსაზრდელის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 16 საბავშვო ბაღი, სადაც სკოლამდელ განათლებას იღებს 556 ბავშვი. საბავშვო ბაღებში 1 ბავშვის სწავლის ღირებულება შეადგენს 10 ლარს და აღნიშნული თანხით ძირითადად ფინანსდება ბავშვთა კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და სხვა მიმდინარე ხარჯებს. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
|
მუხლი 19.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) |
როგორც ბოლო წლების განმავლობაში, ისე მომდევნო პერიოდშიც მუნიციპალიტეტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სპორტული და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებების და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, ნიჭიერი სპორტსმენების მხარდაჭერა სხვადასხვა ჩემპიონატებში. ჩატარდება საახალწლო და სხვა კულტურული ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება უზრუნველყოფს ქართული ფოლკლორული ხელოვნების შენარჩუნებას. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდება ბიბლიოთეკების, მუზეუმის, ხელოვნების სკოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობებში ფინანსური მხარდაჭერა, ვარჯიშისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენა. სხვადასხვა ტურნირებზე, საქართველოსა და ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგების გამოსავლენად ხორციელდება მათი ადგილზე შეკრების ჩატარება შესაბამისი პირობების შექმნით. 2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა შეჯიბრებები და მოხდება მათი დაფინანსება:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში ხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების ფუნქციონირებისათვის საჭირო დაფინანსება, ქვეყნის მასშტაბით ფესტივალებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
კულტურის ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01)
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება რაიონული საბიბლიოთეკო გაერთიანების, რომელიც მოიცავს 1 რაიონულ და 13 სასოფლო ბიბლიოთეკას, დაფინანსება. ბიბლიოთეკებში აქტიურად ხდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის (მკითხველთა) ინტერესების შესწავლა, ამ მიზნით ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები:
პროგრამის ფარგლებში მოხდება ისეთი ღონისძიებების დაფინანსება, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის (ანტიკვარული და კულტუროლოგიური) ნივთების დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა, არქეოლოგიური და ისტორიული ძეგლების აღწერა, რომელთაც მინიჭებული აქვთ ძეგლის სტატუსი, მუზეუმი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს არქეოლოგიურ გათხრებში, რომელთა მიზანია მატერიალური ნაშთების მოკვლევა და მათზე სამეცნიერო ანგარიშების მომზადება, მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისათვის ისტორიული ძეგლების უკეთ გაცნობის მიზნით მოეწყობა ლექცია-სემინარები, ჩატარდება სამეცნიერო კონფერენციები. კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 02 02)
მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და წახალისებით, მხატვრული კოლექტივების: ქორეოგრაფიული ანსამბლები: „შირაქი“, „ხორნაბუჯი“ და „იმედი“; ხალხური სიმღერის ფოლკლორული ანსამბლები: „ქიზიყი“, „მანდილი“ და „ხორნაბუჯი“; თეატრალური კოლექტივი „ბარის ფშავლები“ და ბავშვთა თეატრალური სტუდია „არლეკინო“-ს მონაწილეობით იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 03)
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები,რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში, ასევე მოეწყობა სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ადგილების გაცნობისა და დათვალიერების მიზნით ექსკურსიები, მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარემოს გაჯანსაღებისათვის დარგავენ ნარგავებს.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ჰერეთის ეპარქიის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერა.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
პრესის მომსახურების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გაზეთ „შირაქის“ გამოცემა, რომელიც ასახავს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენებს, გაზეთის მიზანს წარმოადგენს ინფორმაციის მოძიება, მიღება, შექმნა, შენახვა და დამუშავება. თვითმმართველი ორგანო გამოცემის საშუალებით თანამშრომლობს საზოგადოების ფართო ფენებთან-გაზეთის მეშვეობით მოსახლეობის დიდი ნაწილი ეცნობა ბიუჯეტის პროექტს და მონაწილეობს საჯარო განხილვაში, თვითმმართველი ორგანო გაწეული მუშაობის შესახებ გაზეთის ფურცლებიდან აბარებს ანგარიშს ხალხს.
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
|
მუხლი 20.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებების და შეღავათების უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისთვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას, კერძოდ: კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
სათნოების სახლი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 200 ბენეფიციარის ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა. ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯები (პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში). |
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
| მუხლი 21 |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები