დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 43 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/12/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/01/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016118 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/01/2013 - 23/01/2013)
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 2.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
ათას ლარებში
|
მუხლი 3.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 2,511.0 ათასი ლარის ოდენობით
ათას ლარებში
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2,118.4 ათასი ლარის ოდენობით
ათას ლარებში
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 238.6 ათასი ლარის ოდენობით
ათას ლარებში
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 2,531.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
ათას ლარებში
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 55.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათას ლარებში
|
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 11.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათას ლარებში
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 248.4 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 20.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 130,0 ათასი ლარი მიიმართოს: |
1.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 38.4 ათასი ლარი; |
2.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 88.6 ათასი ლარი; |
3.
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3.0 ათასი ლარი;
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე 2013 წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
ათას ლარებში
|
ა)
საგანგებო სიტუაციების მართვა- 112.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 01)
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, საჭიროა სახანძრო მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის, აგრეთვე სახანძრო სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. |
ბ)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - 88.6 ათ ლარი(პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიანეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია-181.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 00)
თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. გარე განათების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა, დასუფთავების ღონისძიებები. |
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცის და მოვლა შენახვა- 30.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის შიდა გზების რეაბილიტაცია. |
ბ)
კომუნალური ინფრასტქუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 151.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) - პროგრამის ფარგლებშიუ განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა - შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება, უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება.. |
ბ.ა)
გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია- 20. 0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება. |
ბ.ბ)
დასუფთავების ღონისძიებები - 100.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02)
მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, სანიაღვრე არხების გაწმენდა, ზამთრის სეზონზე დიდთოვლობის დროს დაბა თიანეთსა და დაბა სიონის თოვლის საფარისგან გასუფთავება. |
ბ.გ)
წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია- 31.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის ქსელის რეაბილიტაცია. |
3.
განათლება- 327. 3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების და სკოლისგარე საამღზრდელო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება და ინვენტარით უზრუნველყოფა; |
ა)
სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა- 308.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01)
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ცამეტი საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 254 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბავშვთა კვების და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. |
ბ)
სკოლისგარე საამღზრდელო დაწესებულება- 19.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 03)
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას.აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სკოლიგარე საამღზრდელო დაწესებულება, სადაც იქნება ინგლისურის, კომპიუტერის, მათემატიკის, ჭადრაკის პროგრამების შემსწავლელი კურსები. მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები.
|
4.
სკოლისგარე საამღზრდელო დაწესებულება- 19.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 03)
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას.აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სკოლიგარე საამღზრდელო დაწესებულება, სადაც იქნება ინგლისურის, კომპიუტერის, მათემატიკის, ჭადრაკის პროგრამების შემსწავლელი კურსები. მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები.
|
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა- 102.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სპორტული სკოლები და სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი; |
ბ)
კულტურული განვითარების ხელშეწყობა - 258.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს მათ შენარჩუნებას და შემდგომში განვითარებას. |
ბ.ა)
სამუსიკო სკოლის ხელშეწყობა - 30.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 02)
თიანეთის მუნიციპალიტეტში 2013 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. დ. თიანეთში ფუნქციონირებს ააიპ სამუსიკო სკოლა. სკოლის დაფინანსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან |
ბ.ბ)
კულტურის ცენტრის, კულტურის სახლის და მუზეუმის დაფინანსება - 138.7 ათ. ლარი(პროგრამული კოდები 05 02 04; 05 02 05; 05 02 06;)
2012 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრი.კულტურის ცენტრში მოქმედებს ქორეოგრაფიის და საესტრადო სიმღერის წრეები. დაფინანსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. პროგრამის ფარგლებში აგრეთვე გაგრძელდება მუზეუმის დაფინანსება. |
ბ.გ)
ბიბლიოთეკების დაფინანსება - 74. 9ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 03)
ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში 2013 წელს გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება. |
ბ.დ)
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება - 15.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 )
თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების, მხარის ღირსეულად წარმოჩენისა და ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. საახალწლოდ იგეგმება დაბა თიანეთისა და დაბა სიონის ელექტრონული გაფორმება გაიმართება საახალწლო კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული სტუმრები. ზაფხულში იგეგმება „თიანეთობის“ დღესასწაული, რომლის მიზანს წარმოადგენს ქართული ხალხური ტრადიციების აღდგენა-გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის; ტურიზმის განვითარება და ინვესტორების მოზიდვა ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, ტრადიციული საზარეულოს პოპულარიზაცია. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა მხატვრული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, იმართება სხვადასხვა სპორტული და სანახაობრივი ღონისძიებები, იგეგმება კონკურსები და ფოლკლორული კონცერტი. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა -134.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
|
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება- 38.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები; · იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა; · იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა; · პარაზიტული დავადებების ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა; · საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობა. |
ბ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა -96.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას.ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. |
ბ.ა)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 9.0 ათ ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი დახმარება ოჯახებზე შვილის შეძენასთან დაკავშირებით 100 ლარის ოდენობით. |
ბ.ბ)
სარიტუალო ღონისძიებების ხარჯები- 3. 0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03)ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); |
ბ.გ)
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებები- 50 ათ ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარებები და სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსება. |
ბ.დ)
უფასო სასადილო- 34 ათ ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია; სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 40 ბენეფიციარის ყოველდღიურად კვებით უზრუნველყოფა. |
თავი III თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
| მუხლი 18 |
დაადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვარიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები