დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/02/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016130 |
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
შევიდეს ცვლილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №43 დადაგენილებაში (სსმ, 01.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.154.016118) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
თავი I თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 2 511.0 ათასი ლარის ოდენობით ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახადები 154.0 ათ. ლარის ოდენობით.
ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2,118.4 ათასი ლარის ოდენობით
ათას ლარებში
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 238.6 ათასი ლარის ოდენობით
ათას ლარებში
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 2,628.4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 466.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 486.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათას ლარებში
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო - 583.5 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -583.5 ათ. ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 583.5 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 20.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 130.0 ათასი ლარი მიიმართოს: |
1.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 38.4 ათასი ლარი; |
2.
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 88.6 ათასი ლარი; |
3.
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3.0 ათასი ლარი;
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე 2013 წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
(პროგრამული კოდი 02 00) რაიონში შესაძლო მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. სამმართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით თიანეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანპორტირების უზრუნველყოფა. |
ა)
საგანგებო სიტუაციების მართვა- 114.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 01)
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, საჭიროა სახანძრო მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის, აგრეთვე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. |
ბ)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - 88.6 ათ ლარი(პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიანეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა მობილიზება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 661.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 00)
თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუცია და მოვლე-შენახვა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსება, მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. აგრეთვე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს გარე განათების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და დასუფთავების ღონისძიებები. |
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცის და მოვლა შენახვა - 309.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია. |
ბ)
კომუნალური ინფრასტქუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 270,4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების არსებული ქსელის მოვლა - შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება. |
ბ.ა)
გარე განათების დაფინანსება - 17.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. |
ბ.ბ)
დასუფთავების ღონისძიებები - 100.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02)
მუნიციპალიტეტის ერთერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა, სანიაღვრე არხების გაწმენდა, ზამთრის სეზონზე დიდ თოვლობის დროს დ. თიანეთსა და დ. სიონის გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა; |
ბ.გ)
წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 7.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული წყლის რეზერვუარების გაწმენდა-შეკეთება და მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალსადენი ქსელის მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია. |
ბ.დ)
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და მუნიციპალური შებობების რეაბილიტაცია 144.8 ათ ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური შენობების მშენებლობა და რეაბილიტაცია. |
გ)
ადგილობრივი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფა 61.2 ათ ლარი (პროგრამული კოდი 03 03)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის მნიშვნელოვნად დაბალ ფასებში გადაადგილების მიზნით იგეგმება მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნა, რომელიც მნიშვნელოვნად გაუადვილებს და ეკონომიკურ მდგომარეობას შეუმსუბუქებს მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომელთაც ხშირად უწევთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. |
დ)
კეთილმოწყობის ღონისძიებები - 0.5 ათ ლარი (პროგრამული კოდი 03 04)
პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა მოხმარდება ეზოებში სტადიონების მოწყობის ხარჯებს. |
დ.ა)
ეზოებში სტადიონების მოწყობის ხარჯი - 0.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დაბა თიანეთში ეზოებში სტადიონების მოწყობის სამუშაოების ჩატარება. აგერთვე არსებული სტადიონების იერსახის შენარჩუნება-გაუმჯობესებას. |
ე)
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები 20.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 05)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმლია მუნიციპალიტეტის სოფლებში საკანალიზაციო და წყლის მომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, აგრეთვე სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების მოწყობა, სარიტუალო ინვენტარის შეძენა და სხვადასხვა ხარჯების გაწევა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. |
3.
განათლება - 344.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და სკოლისგარე საამღზრდელო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება და ინვენტარით უზრუნველყოფა. |
ა)
სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა- 320.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01)
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ცამეტი საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 254 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლებისა და აღზრდის გადასახადი მერყეობს 5 ლარიდან 15 ლარამდე ფარგლებში და აღნიშნული გადასახადით ძირითადად ფინანსდება ბავშვთა კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბავშვთა კვების და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. |
ბ)
საჯარო სკოლების რეაბილიტაცია 4.8 ათ.ლარი (პროგრამული კოდი 04 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების სხვადასხვა კაპიტალური ხარჯები, რაც ხელს შეუწყობს სკოლების უკეთესად ფუნქციონირებას და ეს ყველაფერი თავის მხრივ აისახება მომავალი თაობების ნორმალურ აღზრდა-განათლებაზე. |
გ)
სკოლისგარე საამღზრდელო დაწესებულებების ხელშეწყობა - 19.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 03)
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას. აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სკოლიგარე საამღზრდელო დაწესებულება, სადაც იქნება ინგლისურის, კომპიუტერის, მათემატიკის, ჭადრაკის პროგრამების შემსწავლელი კურსები. მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები. |
4.
კულტურა, რელიგია ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 380.1 ათ. ლარი. (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს. რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. |
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა - 107.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. |
ა.ა)
სპორტული სკოლების ხელშეწყობა - 93.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ა.(ა.)ი.პ. ,,#52 კომპლექსური სპორტული სკოლის“ დაფინანასება, რომლის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სპორტის განვითარებას და ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. |
ა.ბ)
სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ხელშეწყობა - 14.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება დ. სიონის ,,სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი სიონი-2010“, სადაც მოწყობილია კალათბურთის, ჩოგბურთის, ფეხბურთის და საბავშვო მოედნები, რომელიც ემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას და ჩამოსულ დამსვენებლებს. აღნიშნული ორგანიზაციის ფუნქციონირებისათვის გამოყოფილი თანხა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში და აგრეთვე ჩამოსულ დამსვენებლებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას. |
ბ)
კულტურის განვითარების ხელშეწყობა - 265.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს მათ შენარჩუნებას და შემდგომში განვითარებას. |
ბ.ა)
სამუსიკო სკოლის ხელშეწყობა - 36.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 02)
დ. თიანეთში ფუნქციონირებს ა.(ა.)ი.პ. სამუსიკო სკოლა, სადაც მუსიკალურ განათლებას ირებს 50-მდე მოსწავლე. 2013 წელს გაგრძელდება სკოლის დაფინანსება რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლებას. |
ბ.ბ)
კულტურის ცენტრის ხელშეწყობა - 37.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 04)
2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება კულტურის ცენტრი. სადაც მოქმედებს ქორეოგრაფიის და საესტრადო სიმღერის წრეები. კულტურის ცენტრი აწყობს და მასპინძლობს ინტელექტუალურ და სანახობით ღონისძიებებს. |
ბ.გ)
კულტურის სახლების ხელშეწყობა - 67.0 ათ. ლარი. (პროგრამული კოდი 05 02 05)
ქვეპროგრამის ფარდგლებში დაფინანსდება დ.თიანეთის კულტურის სახლი, რომელიც წლის განმავლობაში აწყობს თეატრალურ და მუსიკალურ ღონისძიებებს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საღამოებს, კულტურის სახლი აწყობს ასევე საქველმოქმედო კონცერტებს. |
ბ.დ)
ბიბლიოთეკების ხელშეწყობა - 76. 4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 03)
ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში 2013 წელს გაგრძელდება ადგილობრივი არსებული ბიბლიოთეკების დაფინანსება და მუნიციპალიტეტის სოფლებში გაუქმებული ბიბლიოთეკების ბაზაზე შეიქმნება ახალი ბიბლიოთეკები. |
ბ.ე)
მუზეუმის ხელშეწყობა - 32.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 06 )
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მირზა გელოვანის სახელობის სახლმუზეუმი და თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მუზეუმების დაფინანსება ხელშეუწყობს ადგილობრივი და ტრადიციული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. |
ბ.ვ)
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება - 15.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 )
თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების, მხარის ღირსეულად წარმოჩენისა და ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. საახალწლოდ იგეგმება დაბა თიანეთისა და დაბა სიონის ელექტრონული გაფორმება გაიმართება საახალწლო კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული სტუმრები. ზაფხულში იგეგმება „თიანეთობის“ დღესასწაული, რომლის მიზანს წარმოადგენს ქართული ხალხური ტრადიციების აღდგენა-გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის. ტრადიციული საზარეულოს პოპულარიზაცია. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა მხატვრული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, იმართება სხვადასხვა სპორტული და სანახაობრივი ღონისძიებები, იგეგმება კონკურსები და ფოლკლორული კონცერტი. |
გ)
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა - 7.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03 ).
პროგრამის ფარგლებში დაფინანასდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია- მონასტრების კომუნალური ხარჯები. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 166.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. |
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება- 48.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
|
ბ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა - 118.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას.ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. |
ბ.ა)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 9.0 ათ ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვების ოჯახებისათვის დახმარების გაწევა. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ერთჯერადი დახმარებები ახალშობილ ბავშვებზე. პირველ-მეორე ბავშვზე 100 ლარი, მესამე ბავშვზე 200 ლარი, მეოთხე და მომდევნო ბავშვზე 300 ლარი. |
ბ.ბ)
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებები 69.0 ათ ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა. |
ბ.გ)
სარიტუალო ღონისძიებების ხარჯები - 3. 0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); |
ბ.დ)
უფასო სასადილო - 37.0 ათ ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 40 ბენეფიციარის ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა. |
თავი III თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 18 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები