დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის N43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/05/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016137 |
|
თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
შევიდეს ცვლილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №43 დადაგენილებაში (სსმ, 01.01.2013. სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.154.016118) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: |
თავი I თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ათ. ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 3,287.8 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახადები 154.0 ათ. ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2,479.0 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 238.6 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარებში
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 2,706.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1,165.1 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათას ლარებში
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 1,185.1 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
|
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 20.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ათას ლარებში
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო -583.5 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -583.5 ათ. ლარის ოდენობით. |
2.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 583.5 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0.0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 20.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 67- ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. |
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 139,7 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 48.1 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 88.6 ათასი ლარი; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 3.0 ათასი ლარი; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, 2013 წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.
|
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1.
თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
(პროგრამული კოდი 02 00) რაიონში შესაძლო მიწისძვრის, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გამჯობესება. სამმართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით თიანეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანპორტირების უზრუნველყოფა. |
ა)
საგანგებო სიტუაციების მართვა- 114.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 01)
ბოლო დროს გახშირებული მიწისძვრების, სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით, საჭიროა სახანძრო მაღალგამავლობის ავტომობილის შეძენა, რაც აუცილებელია მაშველების ოპერატიული მოქმედებისათვის, აგრეთვე სახანძრო-სამაშველო სამსახურის შენობის რეაბილიტაცია და კომუნალური პირობების გაუმჯობესება. |
ბ)
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა - 88.6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 02 03)
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თიანეთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტით უზრუნველყოფა. |
2.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 1,438.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 00)
თიანეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუცია და მოვლა-შენახვა, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. აგრეთვე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს გარე განათების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა და დასუფთავების ღონისძიებები. |
ა)
საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცის და მოვლა-შენახვა - 317.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ცენტრალური გზების მდგომარეობის შენარჩუნება და ახალი/მეორე მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია. |
ბ)
კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 307.8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათებისა და წყლის სისტემის არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება. |
ბ.ა)
გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 17.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 01)
დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია. |
ბ.ბ)
დასუფთავების ღონისძიებები - 100.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 02)
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, დაბის სანიაღვრე არხების გაწმენდა, ზამთრის სეზონზე დიდთოვლობის დროს დაბა თიანეთსა და დაბა სიონის გზების თოვლის საფარისგან გაწმენდა. |
ბ.გ)
წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია - 58.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03)
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის ქსელის რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია. |
ბ.დ)
სანიაღვრე არხების მოწყობა და გაწმენდა - 1.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება სოფ. ჟებოტაში კვირიისხევისა და ბადურაანთხევის გაწმენდის სამუშაოების დაფინანსება. აღნიშნული არხები ვერ უზრუნველყოფს საკუთარი ფუნქციის შესრულებას უხვი ნალექის დროს და საჭიროებს გაწმენდას. არსებული საკითხის მოგვარება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს ხშირი წვიმებისას წარმოშობილ პრობლემებს. |
ბ.ე)
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და მუნიციპალური შებობების რეაბილიტაცია - 130.1 ათ ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია. |
გ)
ადგილობრივი მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფა - 61.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 03)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსახლეობის მნიშვნელოვნად დაბალ ფასებში გადაადგილების მიზნით პროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალური ტრანსპორტის შექმნა, რომელიც მნიშვნელოვნად გაუადვილებს და ეკონომიკურ მდგომარეობას შეუმსუბუქებს მოსახლეობის იმ კატეგორიას, რომელთაც ხშირად უწევთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. |
დ)
კეთილმოწყობის ღონისძიებები - 315.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დაბა თიანეთში ეზოებში სტადიონების მოწყობის და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების შემოღობვის სამუშაოების ჩატარება, აგრეთვე მუნიციპალიტეტისათვის სპეციალური ტექნიკის შეძენა. |
დ.ა)
დასასვენებელი პარკების კეთილმოწყობა - 4.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება დაბა თიანეთში არსებული კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება. აღნიშნული ღონისძიებების შემდეგ ზემოთ ხსენებული პარკი გახდება უფრო მეტად კეთილმოწყობილი და კომფორტული, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობისა და ჩამოსული დამსვენებლების უფრო კომფორტულად დასვენებას. |
დ.ბ)
ტრანსპორტის შეძენა - 300.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება თიანეთის მუნიციპალიტეტისათვის სპეციალური ტექნიკის - კერძოდ, გრეიდერისა და დამტვირთველის შეძენა. აღნიშნული ტექნიკა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დიდთოვლობისას და ზოგადად უხვი ნალექის დროს მუნიციპალიტეტის მასშტაბით წამოჭრილ საგზაო პრობლემებს. |
დ.გ)
ეზოებში სტადიონების მოწყობის ხარჯი - 0.5 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დაბა თიანეთში ეზოებში სტადიონების მოწყობის სამუშაოების ჩატარება. |
დ.დ)
სასაფლაოების შემოღობვა - 10.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 04 04 )
იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების უმრავლესობას აქვს დაზიანებული ღობე და იგი ვერ უზრუნველყოფს პირუტყვისგან სასაფლაოების დაცვას, ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების შემოღობვა. |
ე)
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები - 436.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 05)
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სოფლებში საკანალიზაციო და წყლის მომარაგების სისტემების რეაბილიტაცია, სოფლების შიდა და დამაკავშირებელი გზების შეკეთება-მოხრეშვა, ტექნიკის შეძენა, სარიტუალო ნაგებობების აშენება-შეკეთება, სასაფლაოებისა და ეკლესიების შემოღობვა, აგრეთვე სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების შეკეთება-მოწყობა, სარიტუალო ინვენტარის შეძენა და სხვადასხვა ხარჯის გაწევა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. |
3.
განათლება - 344.2 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 00)
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია და სკოლისგარე საამღზრდელო დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება და ინვენტარით უზრუნველყოფა. |
ა)
სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა - 320.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 01)
მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ცამეტი საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 254 ბავშვი. საბავშვო ბაღებში ერთი ბავშვის სწავლებისა და აღზრდის გადასახადი მერყეობს 5 ლარიდან 15 ლარამდე ფარგლებში და აღნიშნული გადასახადით ძირითადად ფინანსდება ბავშვთა კვების ხარჯები. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს, ბავშვთა კვების და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. |
ბ)
სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება - 19.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 03)
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელი შეუწყოს მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას. აღნიშნული მიზნით პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც იქნება ინგლისურის, კომპიუტერის, მათემატიკის, ჭადრაკის პროგრამების შემსწავლელი კურსები. მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლეს ექნება საშუალება, შესაბამისი განაცხადის საფუძველზე გაიაროს აღნიშნული კურსები. |
გ)
საჯარო სკოლების რეაბილიტაცია - 4.8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 04 02)
პროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლებისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება. |
4.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 380.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება. |
ა)
სპორტის განვითარების ხელშეწყობა - 107.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სპორტული სკოლები და სპორტული გამაჯანსაღებელი კომპლექსი. გამოყოფილი თანხა გადანაწილებულია შემდეგნაირად: |
ა.ა)
სპორტული სკოლების ხელშეწყობა - 93.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში იგეგმება მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ - სპორტული სკოლის დაფინანასება, რომლის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სპორტის განვითარებას და ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას; |
ა.ბ)
სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ხელშეწყობა - 14.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 01 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება დაბა სიონის ,,სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „სიონი-2010“, სადაც ფუნქციონირებს კალათბურთის, ფეხბურთის, ჩოგბურთის და საბავშვო მოედნები. აღნიშნული კომპლექსის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს დაბა სიონის ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. |
ბ)
კულტურული განვითარების ხელშეწყობა - 265.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02)
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტის ფინანსური მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს მათ შენარჩუნებას და შემდგომში განვითარებას. |
ბ.ა)
სამუსიკო სკოლის ხელშეწყობა - 36.7 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 02)
თიანეთის მუნიციპალიტეტში 2013 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. დაბა თიანეთში ფუნქციონირებს ა(ა)იპ სამუსიკო სკოლა. სკოლის დაფინანსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან |
ბ.ბ)
კულტურის ცენტრის ხელშეწყობა - 37.3 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 04)
2013 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება კულტურის ცენტრი, სადაც მოქმედებს ქორეოგრაფიის და საესტრადო სიმღერის წრეები. კულტურის ცენტრი აწყობს და მასპინძლობს ინტელექტუალურ და სანახობით ღონისძიებებს. |
ბ.გ)
კულტურის სახლების ხელშეწყობა - 70.8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 05)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება დ.თიანეთის კულტურის სახლი, რომელიც წლის განმავლობაში აწყობს თეატრალურ და მუსიკალურ ღონისძიებებს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა საღამოებს, კულტურის სახლი აწყობს ასევე საქველმოქმედო კონცერტებს. |
ბ.დ)
ბიბლიოთეკების ხელშეწყობა - 72. 6 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 03)
ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში, 2013 წელს გაგრძელდება ადგილობრივი უკვე არსებული ბიბლიოთეკების დაფინანსება და მუნიციპალიტეტის სოფლებში გაუქმებული ბიბლიოთეკების ბაზაზე შეიქმნება ახალი ბიბლიოთეკები. |
ბ.ე)
მუზეუმის ხელშეწყობა - 32.9 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 06 )
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება მირზა გელოვანის სახელობის სახლ-მუზეუმი და თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი მუზეუმების დაფინანსება ხელს შეუწყობს ადგილობრივი და ტრადიციული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. |
ბ.ვ)
კულტურული ღონისძიებების დაფინანსება - 15.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 02 01 )
თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების, მხარის ღირსეულად წარმოჩენისა და ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. საახალწლოდ იგეგმება დაბა თიანეთისა და დაბა სიონის ელექტრონული გაფორმება, გაიმართება საახალწლო კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე მოწვეული სტუმრები. ზაფხულში იგეგმება „თიანეთობის“ დღესასწაული, რომლის მიზანს წარმოადგენს ქართული ხალხური ტრადიციების აღდგენა-გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის. ტრადიციული საზარეულოს პოპულარიზაცია. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა მხატვრული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, იმართება სხვადასხვა სპორტული და სანახაობრივი ღონისძიება, იგეგმება კონკურსები და ფოლკლორული კონცერტი. |
გ)
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა - 7.4 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 05 03 ).
პროგრამის ფარგლებში დაფინანასდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია- მონასტრების კომუნალური ხარჯები. |
5.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 166.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 00)
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. |
ა)
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება- 48.1 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 01)
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ: · გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლის ღონისძიებები; · იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, განხორციელების ხელშეწყობა, საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფა; · იმუნოპროფილაქტიკის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა; · პარაზიტული დაავადებების ეპიდკვლევა, დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკური მკურნალობა; · საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და პიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების ხელშეწყობა; · მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ხელშეწყობა. |
ბ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა - 118.0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02)
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. 2013 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევას. ერთჯერადი დახმარება შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. |
ბ.ა)
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა - 9.0 ათ ლარი (პროგრამული კოდი 06 02 01)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვების ოჯახებისათვის დახმარების გაწევა. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ერთჯერადი დახმარებები ახალშობილ ბავშვებზე. პირველ-მეორე ბავშვზე 100 ლარი, მესამე ბავშვზე 200 ლარი, მეოთხე და მომდევნო ბავშვზე 300 ლარი.
|
ბ.ბ)
სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარებები - 69.0 ათ ლარი (პროგრამული კოდი 06 02 02)
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მკურნალობის და ოპერაციების ჩატარების ხარჯების დაფინანსება. აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა. |
ბ.გ)
სარიტუალო ღონისძიებების ხარჯები - 3. 0 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 06 02 03)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); |
ბ.დ)
უფასო სასადილო - 37.0 ათ ლარი (პროგრამული კოდი 06 02 04)
ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 40 ბენეფიციარის ყოველდღიურად ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა.
|
თავი III თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
ათას ლარებში
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 18.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები