იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა

იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 09/08/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 15/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016051
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
21
09/08/2012
ვებგვერდი, 10/08/2012
010250020.35.140.016051
იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა
ასპინძის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/08/2012 - 16/06/2016)

 

 ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №21

2012 წლის 9 აგვისტო

დ. ასპინძა

 

იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველო საარჩევნო კოდექსის 46-ე, მე-80 და 93-ე მუხლების შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, აკრძალულია  საარჩევნო პლაკატების გაკვრა:
ა) საკულტო ნაგებობებზე (ეკლესია-მონასტრები და ნებისმიერ კონფესიას მიკუთვნებული საკულტო დაწესებულებების შენობა-ნაგებობებზე;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე;
გ) შენობების ინტერიერსა და ექსტერიერში, რომლებშიც განთავსებულია:
გ.ა) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები (ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულება, მისი სტრუქტურული ერთეული ან ტერიტორიული ორგანო/სამსახური);
გ.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები (მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის გამგეობა ან მისი ცალკეული სტრუქტურული ერთეული; მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო);
გ.გ) სასამართლო;
გ.დ) პროკურატურა;
გ.ე) სამხედრო შენაერთებისა და პოლიციის (მათ შორის, სასაზღვრო პოლიციის) კუთვნილი შენობების ინტერიერში და ექსტერიერში;
დ) საგზაო ნიშნებზე;
ე) ყველა იმ შენობა-ნაგებობაზე, ობიექტებზე   (ინტერიერსა და ექტერიერში) და ადგილებზე რაც ამ დადგენილებით დაშვებული არ არის.
მუხლი 2
ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დასაშვებია სააგიტაციო მასალის  გაკვრა და გამოფენა:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ სტენდებზე, ცალკეული ტერიტორიული ორგანოების მიხედვით დანართი №1-ის  შესაბამისად;
ბ) მუნიციპალიტეტის სოფლებში განსაზღვრულ ობიექტებზე, შენობა-ნაგებობების ინტერიერსა და ექსტერიერში დანართი №2-ის  შესაბამისად.
მუხლი 3
ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობ­იე­­­­­ქტე­ბზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვე­ვაში.
მუხლი 4
ამ დადგენილებით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისთვის საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
მუხლი 5
საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტი.
მუხლი 6
შესაბამისი საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე



დანართი 1
ცალკეულ ტერიტორიული ორგანოში შემავალი სოფლების ჩამონათვალი, სადაც სპეციალურ სტენდებზე დასაშვებია სააგიტაციო მასალის  გაკვრა და გამოფენა

 

#

 

სოფლების  ჩამონათვალი

1

დაბა ასპინძა

2

სოფელი ივერია

3

სოფელი  აწყვიტა

4

სოფელი ხერთვისი

5

სოფელი ხიზაბავრა

6

სოფელი ნიჯგორი

7

სოფელი დამალა

8

სოფელი ოშორა

9

სოფელი იდუმალა

10

სოფელი ჭობარეთი

 


დანართი 2
სოფლების და  იმ შენობა-ნაგებობების  ჩამონათვალი სადაც  დასაშვებია სააგიტაციო მასალის  გაკვრა და გამოფენა

 

 

სოფლის ჩამონათვალი,

 

შენობა ნაგებობის, ობიექტის, ადგილის დასახელება

 

1

სოფელი რუსთავი

რიტუალების სახლი

2

სოფელი ოთა

რიტუალების სახლის ღობე

3

სოფელი სარო

ძველი მაღაზიის შენობა

4

სოფელი ვარგავი

კლუბის  შენობა

5

სოფელი თოკი

რიტუალების სახლი

6

სოფელი მირაშხანი

რიტუალების სახლი

7

სოფელი თმოგვი

კლუბის  შენობა

8

სოფელი ნაქალაქევი

რიტუალების სახლი

9

სოფელი ტოლოში

სკოლის კედელი (ღობე)

10

სოფელი ძველი

კლუბის შენობა

11

სოფელი საყუდაბელი

რიტუალების სახლი

12

სოფელი ორგორა

სკოლის ღობე