დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.140.016234 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/08/2016 - 17/05/2017)
|
წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე (სასაფლაოს ტერიტორია, ეკლესია, მეჩეთი, სინაგოგა და სხვა), კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე (დანართი №1), სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერებსა და ექსტერიერებში. |
2.
მუნიციპალიტეტის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესების, ცალკეული არქიტექტურული ობიექტების იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების დაცვის მიზნით, საარჩევნო პლაკატების გაკვრა აიკრძალოს ასევე დანართ №2 -ში განსაზღვრულ ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე. |
3.
ასპინძის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში აკრძალულია საარჩევნო პლაკატების საგზაო ნიშნებზე განთავსება/გაკვრა. |
4.
საარჩევნო პლაკატების გასაკრავად დანართი №3 და №4-ით განსაზღვრულ ადგილებზე განთავსებული სპეციალური სტენდების გარდა პლაკატების გაკვრა დასაშვებია სამშენებლო ტერიტორიების შემომსაზღვრელ დროებით ღობეებზე. |
5.
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ადგილებში თითოეულ საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს გააკრას 1 (ერთი) ცალი საარჩევნო პლაკატი ზომით არაუმეტეს სიგრძე 60 სმ, სიგანე არაუმეტეს 42 სმ (A2 ფორმატი). |
6.
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ დასახლებულ პუნქტებში განსაზღვრულ ობიექტებზე, შენობა-ნაგებობების ინტერიერსა და ექსტერიერში (დანართი 5), აგრეთვე სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში. |
7.
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა დასაშვებია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ დასახლებულ პუნქტებში განსაზღვრულ ობიექტებზე, შენობა-ნაგებობების ინტერიერსა და ექსტერიერში (დანართი 5), აგრეთვე სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში. |
8.
ამ დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 აგვისტოს №21 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 10/08/2012წ., ს/კოდი 010250020.35.140.016051). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები
|
|
1. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - დაბა ასპინძა 2. ასპინძის ციხე - დაბა ასპინძა 3. ხვილიშის ეკლესია - დაბა ასპინძა 4. ჩიხორიშის საეკლესიო კომპლექსი - დაბა ასპინძა 5. ხიდის ბურჯი - დაბა ასპინძა 6. ნაეკლესიარი - დაბა ასპინძა, ადგ. კაკველი 7. „მავზოლეუმი“ - სოფ. ტოლოში 8. მეჩეთი - სოფ. ძველი, ადგ. ღობიეთი 9. მეჩეთი - სოფ. ოშორა 10. ვარნეთის ციხე ეკლესიით - ადგ. ვარნეთი 11. წმინდა მარიამის ნაეკლესიარი - სოფ. აწყვიტა 12. კოხტასციხე - სოფ. დამალა 13. დამალის ეკლესია - სოფ. დამალა 14. ახჩიის საეკლესიო კომპლექსი - ვარძიის მიდამოები 15. გუნდეს ეკლესია - სოფ ტოლოშის მიდამოები 16. გიორგიწმიდის ეკლესია - ვარძიის მიდამოები 17. გამოქვაბულები - ვარძიის მიდამოები 18. ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია - სოფ. ზედა ვარძია 19. ნიალას ეკლესია - ვარძიის მიდამოები 20. ეკლესია - ნასოფლარი ოლოდა 21. ქარზამეთის ეკლესია - ვარძიის მიდამოები 22. გავეთის წმ. გიორგის ეკლესია - სოფ. თმოგვის მიდამოები 23. ზედა თმოგვის ეკლესია - სოფ. თმოგვის მიდამოები 24. ვარძია, გამოქვაბული, მონასტრის ანსამბლი - სოფ. ვარძია 25. საყუდებელი . გამოქვაბული კომპლექსი - სოფ. თმოგვის მიდამოები 26. ზედა ვარძიის ტაძარი - სოფ. თმოგვის მიდამოები 27. ბებრისხევის გამოქვაბული. კომპლექსი - სოფ. თმოგვის მიდამოები 28. ვანის ქვაბები. გამოქვაბული მონასტერი - სოფ. თმოგვის მიდამოები 29. მგლისციხე - სოფ. თმოგვის მიდამოები 30. ეკლესია - სოფ. ზედა თმოგვი 31. სტელა - სოფ. თმოგვის მიდამოები 32. გამოქვაბულების კომპლექსი ‘მარგასტანის ქვაბები“ - სოფ. თმოგვის მიდამოები 33. თმოგვის ციხენაქალაქარი - სოფ. თმოგვი 34. ვაჰანის ქვაბნი - სოფ. თმოგვის მიდამოები 35. ნაგებობათა კომპლექსი - სოფ. თმოგვის მიდამოები 36. პეტრე-პავლეს ნაეკლესიარი - სოფ. თმოგვის მიდამოები 37. წმ. მარინეს ეკლესია - სოფ. თმოგვის მიდამოები 38. თოკის ეკლესია - სოფ. თოკი 39. თოკის კოშკი - სოფ. თოკი 40. წუნდა. დარბაზული ეკლესია - სოფ. ნაქალაქევი 41. კვარშის ეკლესია - სოფ. ნაქალაქევის მიდამოები 42. წმ. გიორგის ეკლესია - სოფ. ნაქალაქევის მიდამოები 43. წმ. თევდორეს ეკლესია - სოფ. ნაქალაქევის მიდამოები 44. ქარვასლა - სოფ. ნაქალაქევი 45. გამოქვაბული, „ჯოლდისქვაბების“ კომპლექსი - სოფ. ნაქალაქევის მიდამოები 46. შორეთის მონასტერი - სოფ. ოთას მიდამოები 47. ეკლესია „ყიზილდერესი“ - სოფ. ოთას მიდამოები 48. კოხტას ციხე - სოფ ოთა 49. წითელი ციხე - სოფ. ოთა 50. ღართის ეკლესია - სოფ. ოთას მიდამოები 51. ჯაბიეთის ეკლესია - სოფ. ოთას მიდამოები 52. ვარაზის ციხე - სოფ. ოთა 53. ახალშენის ეკლესია - სოფ. ორგორის მიდამოები 54. ახალშენის კოშკი - სოფ. ორგორის მიდამოები 55. ეკლესია - სოფ . ოშორა 56. კოშკი - სოფ. რუსთავი 57. ეკლესია - სოფ. რუსთავი 58. საროს მთავარანგელოზის ეკლესია - სოფ. სარო 59. საროს ციხე - სოფ. სარო 60. კვირაცხოვლის ეკლესია - სოფ.საროს მიდამოები 61. ალანძიის ეკლესია - სოფ. ტოლოშის მიდამოები 62. ეკლესია - სოფ. ტოლოშის მიდამოები 63. ნასოფლარ „შუატყის“ ეკლესია - სოფ. ტოლოშის მიდამოები 64. შალოშეთის ეკლესია - სოფ. ტოლოშის მიდამოები 65. წმ. მარიამის ეკლესია - სოფ. ტოლოში 66. წმ. თევდორეს ეკლესია - სოფ. ტოლოში 67. ძველის ეკლესია - სოფ. ძველი 68. ეკლესია - სოფ. ძველის მიდამოები 69. ღობიეთის ეკლესია - სოფ. ძველის მიდამოები 70. წმ. გიორგის ეკლესია - სოფ. ძველის მიდამოები 71. ჭობარეთის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია - სოფ. ჭობარეთი 72. მაჭიხეთის ეკლესია - სოფ. ჭობარეთის მიდამოები 73. კვირაცხოვლის ეკლესია - სოფ. ჭობარეთი 74. გამოქვაბულები, „გულსუნდის ქვაბები“ - სოფ. ხერთვისის მიდამოები 75. ხერთვისის ციხე - სოფ. ხერთვისი 76. ხიდი - სოფ. ხერთვისი 77. ეკლესია - სოფ. ხერთვისი 78. ობოლეთის ეკლესია - სოფ. ხიზაბავრის მიდამოები 79. ეკლესია „ღართა“ - სოფ. ხიზაბავრის მიდამოები 80. ეკლესია - სოფ. ხიზაბავრის მიდამოები. |
დანართი №2
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის ის ტერიტორია და შენობა-ნაგებობები, სადაც დამატებით აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა
|
|
დანართი №3
|
მონაცემები ასპინძის მუნიციპალიტეტიში მდებარე ბილბორდების შესახებ
|
|
დანართი №4 |
|
დანართი №5
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში არსებულ შენობა-ნაგებობათა და ობიექტთა ჩამონათვალი, სადაც დასაშვებია საარჩევნო-სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა
|
შენიშვნა: დანართში მითითებულ შენობა-ნაგებობებში საარჩევნო უბნების განთავსების შემთხვევაში აღნიშნულ შენობა-ნაგებობებთან მიმართებაში გავრცელდება სააგიტაციო მასალების განთავსების აკრძალვის შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ნორმები.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები