დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 09 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/06/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.140.016224 |
|
„იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 აგვისტოს №21 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს
: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება, აგრეთვე დასაშვებია საარჩევნო პლაკატების გაკვრა და გამოფენა“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 აგვისტოს №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/08/2012წ., 010250020.35.140.016051), კერძოდ, დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
,,მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დასაშვებია სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ დასახლებულ პუნქტებში განსაზღვრულ ობიექტებზე, შენობა-ნაგებობების ინტერიერსა და ექსტერიერში, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ სტენდებზე, დანართი №1-ის შესაბამისად.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1 |
ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებში არსებულ შენობა-ნაგებობათა და ობიექტთა ჩამონათვალი, სადაც დასაშვებია საარჩევნო სააგიტაციო მასალის გაკვრა და გამოფენა
|
შენიშვნა: დანართში მითითებულ შენობა-ნაგებობებში საარჩევნო უბნების განთავსების შემთხვევაში აღნიშნულ შენობა-ნაგებობებთან მიმართებაში გავრცელდება სააგიტაციო მასალების განთავსების აკრძალვის შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ნორმები . |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები