საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 20/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016044
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
26/2012
20/07/2012
ვებგვერდი, 23/07/2012
010240020.15.008.016044
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/07/2012 - 14/07/2016)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 26/2012

201 2 ლის 20 ივლისი

. თბილისი

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.

მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                         ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                       გ. მჭედლიძე

 

 

დანართი

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქცია

მუხლი 1. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ცესკოში რეგისტრაციისათვის საჭიროა, რომ ეს ორგანიზაცია იყოს:

1) სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი;

2) სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია;

3) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;

ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება;

გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა;

დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;

ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.

მუხლი 2. რეგისტრაციაში გასატარებლად საერთაშორისო ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-7 დღისა ცესკოში უნდა წარმოადგინოს, თუ:

ა) სხვა სახელმწიფოს (ხელისუფლების ორგანოს) წარმომადგენელია – განცხადება და რწმუნების დამადასტურებელი საბუთი;

ბ) სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ან საერთაშორისო ორგანიზაციაა – განცხადება და სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი.

მუხლი 3. რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე საბუთების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში ცესკო უფლებამოსილია:

ა) რეგისტრაციაში გატარებისათვის ორგანიზაციას მოთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის შესაბამისობის დადგენას ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში;

ბ) რეგისტრაციაში გაატაროს სადამკვირვებლო ორგანიზაცია, თუ მისი საბუთები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;

გ) დასაბუთებული უარი უთხრას ორგანიზაციას, თუ იგი არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და მას დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა გადაეცეს უარის თქმიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.

მუხლი 4. ცესკოს განკარგულება ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების/გატარებაზე უარის თქმის თაობაზე ორგანიზაციამ შეიძლება გაასაჩივროს ცესკოს მიერ განკარგულების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც ვალდებულია საჩივარი განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 5. რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა, ცესკოს მდივანს რეგისტრაციაში გატარების მიზნით უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შევსებული, ანკეტები.

მუხლი 6. თუ დამკვირვებლებს თან ახლავთ თარჯიმანი, ცესკოში რეგისტრაციისათვის საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს მათი სიაც.

მუხლი 7. მე-7 და მე-8 მუხლებით დადგენილი ინფორმაციის/სიის მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, ცესკოს მდივანი, კანონის შესაბამისად რეგისტრაციაში ატარებს დამკვირვებლებსა და თარჯიმნებს ან ამავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც მოთხოვნისთანავე გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.

მუხლი 8. დამკვირვებელთა რეგისტრაციაში გატარების/გატარებაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოს მდივნის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 9. დამკვირვებლებზე გაიცემა სამკერდე ნიშანი – დამკვირვებლის მოწმობა.