„საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 47/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/07/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2016
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016286
47/2016
14/07/2016
ვებგვერდი, 15/07/2016
010240020.15.008.016286
„საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №47/2016

2016 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: 

მუხლი 1
„საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 23/07/2012, 010240020.15.008.016044) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 5. რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-2 დღისა, ცესკოს მდივანს რეგისტრაციაში გატარების მიზნით უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოასლები და ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შევსებული, ანკეტები.”;

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 7. მე-5 და მე-6 მუხლებით დადგენილი ინფორმაციის/სიის მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა, ცესკოს მდივანი, კანონის შესაბამისად რეგისტრაციაში ატარებს დამკვირვებლებსა და თარჯიმნებს ან ამავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც მოთხოვნისთანავე გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი