„საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 20/2025
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 25/03/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016792
20/2025
25/03/2025
ვებგვერდი, 25/03/2025
010240020.15.008.016792
„საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №20/2025

2025 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

„საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 23/07/2012, 010240020.15.008.016044) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

„მუხლი 51. თუ საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაცია ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ვადაში არ წარადგენს დამკვირვებელთა შესახებ ინფორმაციას/დამკვირვებლების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას, აღნიშნული ვადის გასვლის მომდევნო დღიდან შესაბამისი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის რეგისტრაცია გაუქმებულად ჩაითვლება.”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი