საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 463
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/06/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/06/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 06/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016523
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
463
05/06/2012
ვებგვერდი, 05/06/2012
040030000.08.002.016523
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (05/06/2012 - 19/02/2014)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №463

2012 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის შესახებ

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრი (შემდეგში – ცენტრი).

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი