საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 19/02/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/02/2014
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016915
60
19/02/2014
ვებგვერდი, 19/02/2014
040030000.08.002.016915
საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №60

      2014 წლის 19 თებერვალი       

ქ.თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

მუხლი 1
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 მარტის №175 ბრძანებულება.
2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ნარკომანიით დაავადებულ პირთა რეაბილიტაციის ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 5 ივნისის №463 ბრძანებულება.
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ელექტრონული ჯანდაცვის სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 28 ივნისის №517 ბრძანებულება.
მუხლი 2
ბრძანებულების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგიერთ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებისთანავე, ხოლო პირველი მუხლის მე-3 პუნქტი - გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი