დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ

  • Word
დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 141
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/04/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 08/09/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.016814
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
141
12/04/2012
ვებგვერდი, 19/04/2012
040030000.10.003.016814
დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (19/04/2012 - 24/05/2012)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 141

2012 წლის 12 აპრილი

. თბილისი

დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ

  მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:

1. „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების გან­კარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სა­ქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომ­სახურების გაწევის წესი“ (დანართი №1).

2. „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სა­ქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწე­ვი მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობა“ (დანართი №2).

  მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი           . გილაური

 

დანართი №1

დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სა­ქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემ­დგომში – სააგენტო) მიერ დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების (შემდგომში – დაინტერესებული პირი) ქონების განკარგვის ხელ­შეწყობისას მომსახურების გაწევის ძირითად პრინციპებს.

2. სააგენტო დაინტერესებული პირის ქონების განკარგვის ხელშეწ­ყობას ახორციელებს ქონების რეალიზაციისას, პრივატიზებისას ან სარგებ­ლობის უფლებით გადაცემისას.

    მუხლი 2. დაინტერესებული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყო­ბა

1. დაინტერესებული პირი, ქონების განკარგვის ხელშეწყობის მიზნით სააგენტოს მომსახურებით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, ელექტ­რო­ნული ან მატერიალური განაცხადით მიმართავს სააგენტოს. ელექტრო­ნუ­ლი განაცხადის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმარ­თავს ვებგვერდის www.eauction.ge-ის საშუალებით.

2. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია თავად განათავსოს გან­ცხა­დება ქონების განკარგვის შესახებ ვებგვერდზე www.eauction.ge.

3. სააგენტო, დაინტერესებული პირის ელექტრონული/მატერიალუ­რი განაცხადის ან განთავსებული განცხადების პირობების შესაბამისად, უზ­რუნ­ველყოფს ქონების განკარგვის პროცედურების განხორციელებას.

    მუხლი 3. სააგენტოს მიერ მატერიალური ან/და ელექტრონული დო­­კუმენტის გამოყენება

ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისას, სააგენტოს უფლება აქვს მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, სა­არ­ქივო მასალა), შეიტანოს მონაცემებში ცვლილებები ან შესწორებები, გას­ცეს (გამოსცეს) ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია, რომელსაც შეიძ­ლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრო­ნული დოკუმენტბრუნვის სისტემა, მართვის ერთიანი ავტომატური საშუა­ლე­ბები, ელექტრონული ხელმოწერა, ელექტრონული ან/და ტექნიკური სა­შუალებით ხელმოწერა . ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს. დო­კუ­მენტზე ელექტრონული ხელმოწერა, აგრეთვე ელექტრონული ან/და ტექ­ნიკური საშუალებით ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პი­რა­დი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ.

    მუხლი 4. მომსახურების ფორმები

დაინტერესებული პირის ქონების განკარგვის ხელშეწყობა ხორციელ­დება შემდეგი ფორმებით:

ა) აუქციონის (ინტერნეტაუქციონი, საჯარო აუქციონი) ფორმით;

ბ) ინტერნეტმაღაზიის ფორმით;

გ) ინტერნეტგვერდზე www.eauction.ge საჯარო აუქციონის ჩატარე­ბის შესახებ ინფორმაციული ხასიათის განცხადების განთავსებით.

    მუხლი 5. მომსახურების საფასურის გადახდა

1. სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების საფასური გადაიხდევინება წინასწარ, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, რეალიზე­ბუ­ლი/სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების საწყისი სარეალიზა­ციო ღირებულების №2 დანართის მე-3 გრაფით გათვალისწინებული პრო­ცენტი გადაიხდება ინტერნეტაუქციონის პროცედურების დასრულებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

3. ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით და­დ­გენილი წესით.

4. მომსახურების საფასური მოიცავს საქართველოს კანონმდებლო­ბით დადგენილ ყველა გადასახადს და ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

5. მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართვე­ლოს ფინანსთა სამინისტრო.

6. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვა­ლის­წინებულ შემსყიდველ ორგანიზაციებს, სააგენტოსთან შეთანხმებით, უფლება აქვთ მომსახურების საფასური გადაიხადონ თითოეული ერთ­ჯე­რადი მომსახურების გაწევის შემდეგ, მომსახურების პროცედურების დას­რულებიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო მრავალჯერა­დი ან წლიური მომსახურების გაწევის შემთხვევებში – თვეში ერთხელ, შესაბა ­მისი/ყოველი თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 15 კალენდარუ­ლი დღისა.

    მუხლი 6. გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნების წესი

1. თუ მომსახურების საფასური გადახდილია დადგენილ საფასურის განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვა­ ობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ საფასურის განაკვეთს შო­რის. საფასურის გადამხდელის მოთხოვნით სააგენტო უფლებამოსილია, ზედ­მეტად ან წინასწარ გადახდილი თანხა ჩათვალოს სხვა მომსახურების ანგარიშში.

2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ:

ა) სააგენტო, კანონიერი საფუძვლის არსებობისას, უარს აცხადებს მომ­ სახურების განხორციელების თაობაზე ;

ბ) დაინტერესებული პირი სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის დაწ­ ყებამდე წერილობით განაცხადებს უარს მომსახურების მიღების თაო­ბაზე ;

გ) სააგენტომ მომსახურება არ განახორციელა დადგენილ ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალის­წინე­ბულ შემთხვევებში, სააგენტო ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობებს დაინ­ ტერესებულ პირს მომსახურების განხორციელების შეუძლებლობის შე­სა­ხებ და სრულად უბრუნებს გადახდილ მომსახურების საფასურს.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემ­თხვე­ვაში, გადახდილი მომსახურების საფასურის სრულად დაბრუნება ხორ­­ ცი­ ელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. გან­ ცხა­ დება წარდგენილ უნდა იქნეს მომსახურების საფასურის გადახდიდან 60 კალენდარულ დღე ში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.

5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვე­ვებ­ში, დაინტერესებული პირისათვის მის მიერ გადახდილი მომსახურების სა­ფა­სურის დაბრუნება ხდება 10 კალენდარულ დღეში.

 

დანართი №2

დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობა

N

მომსახურების სახე

ერთჯერადი მომსახურები საფასური

(ერთი ლოტი –

არა უმეტეს

30 კალენდარული დღის ხანგრძლივობით)

მრავალჯერადი მომსახურების საფასური

(არა უმეტეს ერთი თვის განმავლობაში)

 

წლიური მომსახურების საფასური

 

1

ფიზიკური პირისათვის ინტერნეტაუქციონის ჩატარება

 3 ლარი

60 ლარი

600 ლარი

2

ადმინისტრაციული ორგანოსათვის

 (გარდა ამ დანართის მე-10 – მე-13 გრაფებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოებისა), სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის (გარდა ამ დანართის მე-3 და მე-14 გრაფებით გათვალის­წინებული კერძო სამართ­ლის იურიდიული პირე­ბისა), არასამეწარმეო (არაკო­მერციული) იური­დიული პირისათვის (გარ­და ამ დანართის მე-3 გრაფით გათვალის­წინე­ბული კერძო სამართლის იურიდიული პირისა),

პოლიტიკური და რელი­გიური გაერთიანებებისათვის ინტერნეტაუქციონის ჩატარება

 

 

 

 50 ლარი

 

 

 

 

 

250 ლარი

 

 

 

3 000 ლარი

3

კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ინტერნეტაუქციონის ჩატარება

 

100 ლარი;

 

 ემატება აუქციონის მეშვეობით რეალიზებული/

სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების საწყისი სარეალიზაციო/ სარგებლობის უფლებით გადასაცემი ღირებულების

 1%

200 ლარი;

 

 ემატება აუქციონის მეშვეობით რეალიზებული/

სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების საწყისი სარეალიზაციო/

სარგებლობის უფლებით გადასაცემი ღირებულების 1%

2 400 ლარი;

 

 ემატება აუქციონის მეშვეობით რეალიზებული/

სარგებლობის უფლებით გადაცემული

ქონების საწყისი სარეალიზაციო/

სარგებლობის უფლებით გადასაცემი ღირებულების

1%

4

ფიზიკური პირისათვის საჯარო აუქციონის შესახებ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება

 

3 ლარი

 

50 ლარი

 

500 ლარი

5

იურიდიული პირისათვის საჯარო აუქციონის შესახებ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება

 

20 ლარი

 

120 ლარი

 

1 200 ლარი

6

იურიდიული პირისათვის საჯარო აუქციონის შესახებ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება და საჯარო აუქციონის ჩატარება

 

150 ლარი

450 ლარი (არა უმეტეს 10 აუქციონი)

1 500 ლარი (არა უმეტეს 120 აუქციონი)

7

ფიზიკური პირისათვის საჯარო აუქციონის შესახებ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსება და საჯარო აუქციონის ჩატარება

100 ლარი

300 ლარი (არა უმეტეს 10 აუქციონი)

1 200 ლარი (არა უმეტეს 120 აუქციონი)

8

ფიზიკური პირისათვის ინტერნეტმაღაზიაში ქონების განთავსება

 

3 ლარი

 

20 ლარი

 

200 ლარი

9

იურიდიული პირისათვის ინტერნეტმაღაზიაში ქონების განთავსება

 

20 ლარი

 

170 ლარი

 

2 000 ლარი

10

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის ინტერნეტ-აუქციონის ჩატარება; ინტერნეტმაღაზიაში ქონების განთავსება

 

50 ლარი

 

5 834 ლარი

 

70 000 ლარი

 

 

 11

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის ინტერნეტ-აუქციონის ჩატარება

(1 ნოტარიუსი)

 

10 ლარი

 

20 ლარი

 

 240 ლარი

12

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის ინტერნეტაუქციონის ჩატარება

 

50 ლარი

 

5 834 ლარი

 

70 000 ლარი

 

13

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო­სათვის ინტერნეტ-აუქციონის ჩატარება

 

 50 ლარი

 

2 500 ლარი

 

30 000 ლარი

14

შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიურო­სათვის“ ინტერნეტაუქ­ციონის ჩატარება

50 ლარი

417 ლარი

5 000 ლარი.