დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 355 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 31/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.017027 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №355
2012 წლის 31 აგვისტო
ქ. თბილისი
„დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 19/04/2012, 040030000.10.003.016814) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის“ (№2 დანართის):
1. მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| „2 | ადმინისტრაციული ორგანოსათვის (გარდა ამ დანართის მე-10 – მე-13 და მე-16 გრაფებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოებისა), სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის (გარდა ამ დანართის მე-3 და მე-14 გრაფებით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისა), არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის (გარდა ამ დანართის მე-3 გრაფით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირისა), პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისათვის ინტერნეტაუქციონის ჩატარება |
50 ლარი |
250 ლარი |
3 000 ლარი“. |
2. მე-15 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 გრაფა:
| „16
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოსათვის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის მიზნით ინტერნეტაუქციონის ჩატარება
|
50 ლარი |
5 834 ლარი |
70 000 ლარი“. |
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ი. მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები