დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 561 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 07/09/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2020 |
ძალაში შესვლის თარიღი | 08/09/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.022281 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/09/2020 - 26/01/2022)
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კ
1
ანონის პირველი მუხლის 6 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული:
1. „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესი“ (დანართი №1). 2. „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობა“ (დანართი №2).
|
მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესის, მომსახურების სახეებისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №141 დადგენილება.
|
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 8 სექტემბრიდან.
|
|
დანართი №1
დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
„დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის წესი“ (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების (შემდგომში – დაინტერესებული პირი) ქონების განკარგვის ხელშეწყობისას მომსახურების გაწევის ძირითად პრინციპებს.
მუხლი 2. დაინტერესებული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობა 1. დაინტერესებული პირი, ქონების განკარგვის ხელშეწყობის მიზნით სააგენტოს მომსახურებით სარგებლობის სურვილის შემთხვევაში, ელექტრონული ან მატერიალური განაცხადით მიმართავს სააგენტოს. ელექტრონული განაცხადის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი სააგენტოს მიმართავს ვებგვერდის − www.eauction.ge-ის საშუალებით. 2. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, თავად განათავსოს განცხადება ქონების განკარგვის შესახებ ვებგვერდზე − www.eauction.ge. 3. სააგენტო, დაინტერესებული პირის ელექტრონული/მატერიალური განაცხადის ან განთავსებული განცხადების პირობების შესაბამისად, უზრუნველყოფს ქონების განკარგვის პროცედურების განხორციელებას.
მუხლი 3. მომსახურების ფორმები დაინტერესებული პირის ქონების განკარგვის ხელშეწყობა ხორციელდება შემდეგი ფორმებით: ა) აუქციონის (ელექტრონული აუქციონი, საჯარო აუქციონი) ფორმით; ბ) ინტერნეტმაღაზიის ფორმით; გ) ვებგვერდზე − www.eauction.ge აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციული ხასიათის განცხადების განთავსებით; დ) ქონების ელექტრონული აუქციონის მეშვეობით რეალიზაცია შესაძლებლობით − „იყიდე ახლავე“ (ე.წ. „Buy It Now“).
მუხლი 4. მომსახურების საფასურის გადახდა 1. სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება წინასწარ, გარდა ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში, მთელი ქონების საბოლოო სარეალიზაციო/სარგებლობის უფლებით გადასაცემი ღირებულების ამ წესის №2 დანართის მე-3 გრაფით გათვალისწინებული პროცენტი გადაიხდება ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, ელექტრონული აუქციონის პროცედურების დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. 3. კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის საჯარო აუქციონის ჩატარების შემთხვევაში, მთელი ქონების საბოლოო სარეალიზაციო/სარგებლობის უფლებით გადასაცემი ღირებულების №2 დანართის მე-6 გრაფით გათვალისწინებული პროცენტი გადაიხდება საჯარო აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, აუქციონის დასრულების დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. 4. ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. მომსახურების საფასური მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს და ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე. 6. მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 7. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის ამ დადგენილების №2 დანართის პირველი, მე-4, მე-7 და მე-8 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის ოდენობები მცირდება 50%-ით. 8. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ორგანიზაციებს, სააგენტოსთან შეთანხმებით, უფლება აქვთ, წლიური მომსახურების გაწევის შემთხვევებში, მომსახურების საფასური გადაიხადონ მომსახურების პროცედურების დასრულების შემდეგ, თვეში ერთხელ, ყოველი თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. მუხლი 5. გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნების წესი 1. თუ მომსახურების საფასური გადახდილია დადგენილ საფასურის განაკვეთზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს დაუბრუნდება სხვაობა მის მიერ გადახდილ თანხასა და დადგენილ საფასურის განაკვეთს შორის. საფასურის გადამხდელის მოთხოვნით სააგენტო უფლებამოსილია, ზედმეტად ან წინასწარ გადახდილი თანხა ჩათვალოს სხვა მომსახურების ანგარიშში. 2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ: ა) სააგენტო, სათანადო საფუძვლის არსებობისას, უარს აცხადებს მომსახურების განხორციელების თაობაზე; ბ) დაინტერესებული პირი სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის დაწყებამდე წერილობით განაცხადებს უარს მომსახურების მიღების თაობაზე; გ) სააგენტომ მომსახურება არ განახორციელა დადგენილ ვადაში. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სააგენტო აცნობებს დაინტერესებულ პირს მომსახურების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ და სრულად უბრუნებს გადახდილ მომსახურების საფასურს. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადახდილი მომსახურების საფასურის სრულად დაბრუნება ხორციელდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. განცხადება წარდგენილი უნდა იქნეს მომსახურების საფასურის გადახდიდან 60 კალენდარულ დღეში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დაინტერესებული პირისათვის მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასურის დაბრუნება ხდება 10 კალენდარულ დღეში.
დანართი №2
დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების განკარგვის ხელშეწყობისას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გასაწევი მომსახურების სახეები და საფასურის ოდენობა
|
დოკუმენტის კომენტარები