დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 279 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016480 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/04/2012 - 07/08/2012)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №279
2012 წლის 4 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის � საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ
1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ� საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ� ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხოეთში ქართული კულტურის, ხელოვნების, ისტორიის, პროდუქციის, სამზარეულოსა და ტრადიციების გაცნობით საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით, შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი � საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო (შემდეგში � სააგენტო).
2. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა � Georgian Agency for International Cooperation (GAIC).
3. საქართველოს მთავრობამ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს:
ა) სააგენტოს დებულების დამტკიცება;
ბ) სააგენტოს განსათავსებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
გ) სააგენტოს საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმება.
4. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზრუნველყოს სააგენტოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
5 . ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები