საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 817
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016643
  • Word
817
13/09/2012
ვებგვერდი, 14/09/2012
040030000.08.002.016643
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №817

2012 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტო (შემდეგში – სააგენტო ).

2. საქართველოს მთავრობამ და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა (სახელმწიფო მინისტრის აპარატმა) 2012 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყო სააგენტოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 აპრილის 279 ბრძანებულება.

4. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან .

მ. სააკაშვილი