დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის- საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 აპრილის №279 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 679 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 07/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016596 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №679
2012 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 აპრილის №279 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საერთაშორისო თანამშრომლობის საქართველოს სააგენტოს შექმნის შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 4 აპრილის №279 ბრძანებულებაში ( www.matsne.gov.ge, 05/04/2012, 040030000.08.002.016480) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
ა) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა (სახელმწიფო მინისტრის აპარატი):
ა) განახორციელოს სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება;
გ) უზრუნველყოს სააგენტოს საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმება.“;
ბ) ბრძანებულების მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) ბრძანებულების მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები