დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.114.016110 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/04/2012 - 13/06/2012)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
201 2 წლის 28 მარტი
დ. ჩოხატაური
ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებ ზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად, საკრებულო ადგენს:
მუხლი 1.
შემოღებულ იქნეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად (თან ერთვის).
მუხლი 2.
დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 მარტის №29 დადგენილება.
მუხლი 3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა . ხუნდაძე
დანართი
ადგილობრივი გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1.
საწარმოსთვის (ორგანიზაციისთვის) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ.
მუხლი 2.
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
მუხლი 3.
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.2 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1,0 პროცენტი.
მუხლი 4.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია ლარებში ერთ ჰექტარზე
| 1 | სახნავი (მათ შორის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) | 60 |
|
| საკარმიდამო | 60 |
| 2 | სათიბი (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული) | 20 |
| 3 | საძოვარი (მათ შორის ბუნებრივი და გაკულტურებული) | 16 |
| 4 | ტყის მიწაზე (სასოფლო–სამეურნეო დანიშნულებით გამოყენებული) | 28 |
| 5 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები | 3 |
მუხლი 5.
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი ლარებში ერთ კვადრატულ მეტრზე
| № | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი | საბაზისო განაკვეთი (ლარი) | ტერიტორიული კოეფიციენტი
| გადასახადის განაკვეთი (ლარი) |
| 1 | დ. ჩოხატაური | 0,24 | 1,0 | 0,24 |
| 2 | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში | 0.24 | 0.8 | 0.192 |
მუხლი 6.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:
ა) საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ;
ბ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები ;
გ) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობი.
მუხლი 7.
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები