დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/06/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/06/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/08/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.114.016128 |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №33
201 2 წლის 13 ივნისი
დ. ჩოხატაური
„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკრებულო ადგენს
„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №15 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
მუხლი 1
დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველ მუხლში სიტყვის „შემთხვევებში“ დაემატოს სიტყვები „მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით“.
მუხლი 2
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-5 პუნქტი (გრაფა)
მუხლი 3
დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს 41 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები ერთ ჰექტარზე განისაზღვროს 3 (სამი) ლარით“.
დადგენილებით დამტკიცებული დანართიდან ამოღებულ იქნეს მე-6 მუხლი.
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. ხუნდაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები