დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” - ჩოხატაურის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 46 |
| დოკუმენტის მიმღები | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/09/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/08/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230130000.35.114.016141 |
|
„ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” ჩოხატაურის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე |
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,ადგილობრივი გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” ჩოხატაურის მინიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 მარტის №15 დადგენილებაში (სსმ 05/04/2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება, საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 7. 1. ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით. 2. ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 400 კვ. მეტრს; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 40 კვ. მეტრს.” . |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები