დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2012 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200230000.35.153.016102 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/04/2012 - 24/08/2012)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2012 წლის 23 მარტი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის №50 დადგენილების შესაბამისად:
1. შემოღებულ იქნეს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართი №1 -ის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის – ქონების გადასახადის შემოღების შესახებ ’’ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 თებერვლის №8 დადგენილება მისი ძალაში შესვლის დღიდან.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა. კალანდაძე
დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები
მუხლი 1
1. ქონებაზე გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ით;
ბ) საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ით;
გ) სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვროს მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0.6%-ით.
მუხლი 2
1. ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.08%-ით;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.9%-ით.
მუხლი 3
1.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები განისაზღვროს ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, მისი ხარისხისა და სახეობების მიხედვით:
ა) სახნავისთვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის – 82 ლარი;
ბ) სათიბებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 20 ლარით;
გ) საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული) – 16 ლარით.
მუხლი 4
ტყის მიწებისთვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, მიწაზე გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს სახნავისთვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის დადგენილი საბაზისო განაკვეთის – 82 ლარის 50%-ით ანუ, 41 ლარით.
მუხლი 5
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 6
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე, წლიური გადასახადის განაკვეთები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიაზე, გარდა ქ. მცხეთისა, 0,24 ლარით (0,24 ლარი (საბაზისო განაკვეთი) X 1(ტერიტორიულ კოეფიციენტზე);
ბ) ქ. მცხეთის ტერიტორიაზე 0,288 ლარით (0,24 ლარი (საბაზისო განაკვეთი) X 1,2 (ტერიტორიულ კოეფიციენტზე).
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები