„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 49
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/10/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/10/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 200023000.35.153.016134
49
24/10/2012
ვებგვერდი, 30/10/2012
200023000.35.153.016134
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი
 
მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2012 წლის 24 ოქტომბერი

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის” მე-7 მუხლის პირველი ნაწილის,  206-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №18 დადგენილებით (200230000.35.153.016102 02/04/2012) დამტკიცებულ №1 დანართში და  მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი  (ქონების) გადასახადის განაკვეთების   მე-7 მუხლის „ბ“ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
მუხლი 7. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:        

ბ)  საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები სრულად“.  

მუხლი 2
 
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი