„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 40
დოკუმენტის მიმღები მცხეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/08/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 21/02/2013
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.153.016125
  • Word
40
24/08/2012
ვებგვერდი, 31/08/2012
200230000.35.153.016125
„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მცხეთის მუნიციპალიტეტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №40

2012 წლის 24 აგვისტო

ქ. მცხეთა

„მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 23 მარტის №18 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, 206-ე მუხლის პირველი პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2ს012 წლის 23 მარტის №18 დადგენილებით (200230000.35.153.016102, 02/04/2012) დამტკიცებულ 1 დანართში და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთებს დაემატოს მე-7 მუხლი:

1.1. მუხლი 7. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია:

ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;

ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                           გ. ატაშვილი