შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

  • Word
შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/03/2012
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.135.016052
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
6
12/03/2012
ვებგვერდი, 26/03/2012
200130000.35.135.016052
შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/03/2012 - 30/08/2012)

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

6

2012 წლის 12 მარტი

დაბა შუახევი    

შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ” ქვეპუნქტის , საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204 -ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის 25- მუხლის შესაბამისად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

1. შემოღებულ იქნეს შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი.

2. განისაზღვროს ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები დანართი 1-ის შესაბამისად.

3. განისაზღვროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთები, დანართი 2 -ის შესაბამისად.

4. გადასახადისაგან განთავისუფლდეს

 ა. მრავალსართულანი (მრავალბინიანი) საცხოვრებელ კორპუსებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.

ბ. ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი.

5 . ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქონების გადასახადის გადამხდელის კატეგორიები, დაბეგვრის ობიექტები, გადასახადის გამოანგარიშების, გადახდისა და ანგარიშგების წესები, აგრეთვე გადასახადისგან გათავისუფლების შემთხვევები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებით.

6 . ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20 11 წლის 8 აპრილის 14 დადგენილება

7 . ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                         . ქათამაძე

დანართი №1

                                    ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის განაკვეთები

  1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

2. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების (გამოანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსათვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით) 1%-ის ოდენობით.

3. წყალმომარაგების მომსახურების გამწევი საწარმოსთვის/ორგანიზაციის თვის დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) ქონების გადასახადის განაკვეთი განისაზღვროს 0.1% ოდენობით.

4. ფიზიკური პირისთვის დასაბეგრ ქონებაზე, გარდა მიწისა, გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით) განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1 პროცენტი;

ბ) 100 000 ლარისა და მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსათვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 პროცენტი.

დანართი 2

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ტყის მიწებზე

ქონების გადასახადის განაკვეთები

  საწარმოს, ორგანიზაციის ან/ და ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში მყოფი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების და ტყის მიწებზე , ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი (დიფერენცირებულია მიწის ხარისხის და სახეობების მიხედვით) განისაზღვროს წელიწადში ერთ ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარებში:

 

მიწის კატეგორიები

 

წლიური გადასახადის განაკვეთი 1 ჰა -ზე (ლარებში )

1

სახნავი (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო

56

2

სათიბები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

19

3

საძოვრები (ბუნებრივი და გაკულტურებული)

15

4

ტყის მიწები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით

28

5

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირებისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე

3

 

1. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 1 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების წლიური საბაზისო გადასახადი განისაზღვროს 0.24 ლარის ოდენობით.

2. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს 1 ოდენობით.