დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | შუახევის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 30/08/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.135.016057 |
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №11
2012 წლის 30 აგვისტო
დაბა შუახევი
„შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების ) გადასახადის შემოღების და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. „შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge , 26.03.12 წ.) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედaქციით:
„ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები“.
2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი . ქათამაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები