„შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების ) გადასახადის შემოღების და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები შუახევის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/10/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/10/2020
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.135.016254
10
05/10/2020
ვებგვერდი, 07/10/2020
200130000.35.135.016254
„შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების ) გადასახადის შემოღების და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შუახევის მუნიციპალიტეტი
 
შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2020 წლის 5 ოქტომბერი

დაბა შუახევი

„შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების ) გადასახადის შემოღების და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ადგენს:

მუხლი 1
„შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და გადასახადის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 12 მარტის №6 დადგენილების (www.matsne.gov.ge , 26.03.12 წ.):
ა) №1 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21 იმ საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, რომლებიც ფუნქციონირებენ „შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის N29 დადგენილების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბარათაულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი გომარდულის ტერიტორიაზე, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და მათ მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვროს 0,01%-ის ოდენობით“

ბ) №2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. „შუახევის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ“ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 სექტემბრის N29 დადგენილების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ბარათაულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი გომარდულის ფარგლებში, გადასახადის ოდენობა დადგინდეს წელიწადში არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით, ხოლო შესაბამისი ტერიტორიული კოეფიციენტი განისაზღვროს - 0,01-ით (0,01 X 0.24 = 0.0024).“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი დავითაძე