საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

  • Word
საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/2012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 03/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016021
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3/2012
03/02/2012
ვებგვერდი, 06/02/2012
010190020.15.008.016021
საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/02/2012 - 13/07/2012)

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება 3/2012

2012 წლის 3 თებერვალი

. თბილისი

საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის �ბ� ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული �საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტი�.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს �საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2005 წლის 8 აგვისტოს №6/2005 დადგენილება.

მუხლი 3. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი � გ. მჭედლიძე

დანართი

საუბნო საარჩევნო კომისიის

რეგლამენტი

��� მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საუბნო სარჩევნო კომისია (შემდგომში � კომისია) იქმნება საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� საფუძველზე და ასრულებს ამ კანონითა და კომისიის რეგლამენტით განსაზღვრულ ფუნქციებს.

2. კომისია არის საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დროებითი ტერიტორიული ორგანო, რომელიც საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის გამართვას, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას, კენჭისყრის დროს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვას, ამომრჩეველთა, წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას.

3. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი�, სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტებითა და ამ რეგლამენტით.

4. რეგლამენტი მიზნად ისახავს კომისიის ორგანიზაციული საქმიანობის სრულყოფას, მისი ფუნქციების ეფექტურად განხორცილებას, განსაზღვრავს კომისიის მუშაობის, სხდომების ჩატარებისა და გადაწყვეტილებების მიღების, საარჩევნო დოკუმენტაციის აღრიცხვის, გაცემისა და შენახვის წესებს.

5. კომისიის სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა განისაზღვრება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით.

��� მუხლი 2. კომისიის შემადგენლობა და ხელმძღვანელი პირები:

1. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნისა და სხვა წევრებისაგან.

2. კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:

ა) კომისიის თავმჯდომარე;

ბ) თავმჯდომარის მოადგილე;

გ) კომისიის მდივანი.

3. კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს შესაბამისი ვაკანსიის წარმოშობის შემდეგ, კომისიის პირველივე სხდომაზე, წევრობის უფლებამოსილების ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, კომისიის წევრთაგან ირჩევს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია.

4. თუ დადგენილ ვადაში ვერ აირჩა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე, აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც არჩევნებისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში � მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

5. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა პარტიების მიერ დანიშნულ წევრთაგან (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა).

6. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ კომისიის არანაკლებ 2 წევრს.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული კომისიის წევრები წევრობის უფლებამოსილების ვადით, სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით ირჩევენ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არჩევა ფორმდება კომისიის განკარგულებით. თუ გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანს წარდგენილი კანდიდატურებისგან ირჩევს კომისია სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

8. თუ ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მოვალეობას მის არჩევამდე ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელიც საუბნო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრისას ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში � მათგან წილისყრით განსაზღვრული პირი.

9. თუ ამ მუხლით დადგენილი წესით არ იქნა დასახელებული საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის არც ერთი კანდიდატურა, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან, კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ხოლო კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის ნებისმიერ 2 წევრს.

10. კომისიის თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისია პირველივე სხდომაზე ირჩევს მათ უფლებამონაცვლეს.

11. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, ამავე კანონის თანახმად კი, ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება, რომელიც კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება, კომისია თავისი შემადგენლობიდან შესაბამისი თანამდებობის პირების არჩევისთვის საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას, ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება, როგორც კი მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას.

12. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის სხდომას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი, ხოლო თუ კომისიას არც მდივანი არ ჰყავს, კომისიის სხდომას იწვევს და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი.

13. კომისიის მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია კომისიის ცალკეულ წევრებს დაავალოს გარკვეული ფუნქციების შესრულება.

14. კომისიის თავმჯდომარე თავისი განკარგულებით ცალკეულ უფლებამოსილებათა განხორციელების უფლებას გადასცემს თავმჯდომარის მოადგილეს. აღნიშნულ განკარგულებაში ზუსტად განისაზღვრება მოადგილისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა.

��� მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილება

�საუბნო საარჩევნო კომისია:

ა) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს, განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომებისა თუ უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არა უგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით;

ბ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას;

გ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში, რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი;

დ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი;

ე) ამომრჩევლებს ურიგებს ამომრჩევლის ბარათებს;

ვ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის გამოფენისთვის, იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის, სადაც იმართება კენჭისყრა და ბიულეტენების დათვლა; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას;

ზ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესთან და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

თ) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას კენჭისყრის დღეს და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის;

ი) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის, კენჭისყრის შეჩერების, ჩაკეტვის შემდეგ შენობის გახსნის, კენჭისყრის გაგრძელების შესახებ;

კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

��� მუხლი 4. კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილება

1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:

ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში;

ბ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას;

გ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;

დ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების, სპეციალური კონვერტების, კომისიის ბეჭდების, შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის;

ე) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს თავმჯდომარის მოადგილეს, კომისიის მდივანსა და კომისიის სხვა წევრებს;

ვ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრთა შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას;

ზ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნის შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვისთვის;

თ) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე;

ი) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს;

კ) ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება;

ბ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს (განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა).

3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი:

ა) ამზადებს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებათა პროექტებს;

ბ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის;

გ) ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს, მათ შორის, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს;

დ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

��� მუხლი 5. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლება-მოვალეობანი

1. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია:

ა) შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის (არჩევის) მომენტიდან აქტიურად მიიღოს მონაწილეობა კომისიის ყოველდღიურ საქმიანობაში;

ბ) მონაწილეობდეს და ესწრებოდეს კომისიის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსებსა და ტრენინგ/სემინარებს;

გ) სისტემატურად ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში;

დ) საპატიო მიზეზით სხდომის გაცდენის შემთხვევაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს, ან კომისიის მდივანს;

ე) დროულად ასრულებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ მოვალეობებს.

2. კომისიის წევრს უფლება აქვს:

ა) თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი კომისიაში შესულ და არსებულ დოკუმენ�ტაციაზე;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ასლი;

გ) მოითხოვოს კომისიის სხდომის დღის წესრიგში საკითხის შეტანა და მისი განხილვა;

დ) განახორციელოს კანონით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

��� მუხლი 6. კომისიის სამართლებრივი აქტები

1. კომისიის სამართლებრივი აქტებია:

ა) კომისიის განკარგულება;

ბ) კომისიის თავმჯდომარის განკარგულება;

გ) კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

2. კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები, ასევე, კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია.

3. კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს საუბნო საარჩევნო კომისიის ყველა წევრი. კომისიის განკარგულებებს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი, ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი.

4. კომისიისა და მისი თავმჯდომარის ყველა განკარგულება მეორე დღესვე გამოიფინება საარჩევნო უბანში.

��� მუხლი 7. კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

1. კომისიის წევრებს საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობა.

2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დისციპლინური გადაცდომაა:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;

ბ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;

გ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა;

დ) არასაპატიო მიზეზით საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

ე) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეში დარღვევა;

ვ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარი.

3. დისციპლინური გადაცდომისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ ზემდგომმა საოლქო საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:

ა) შენიშვნა;

ბ) გაფრთხილება;

გ) ხელფასის/ხელფასის ნაწილის დაკავება;

დ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (გარდა პარტიების მიერ დანიშნული წევრისა).

4. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.

5. კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს. კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს.

��� მუხლი 8. საჯაროობის უზრუნველყოფის ვალდებულება

1. არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისას საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ვალდებულია საუბნო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას:

ა) კომისიის საკონტაქტო ტელეფონის (ფაქსის) ნომრები და სხვა რეკვიზიტები;

ბ) ამომრჩეველთა სიები;

გ) ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანის და უზუსტობების გასაჩივრების წესი და ვადები;

დ) საარჩევნო ადმინისტრაციის ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც შეეხება ამ კომისიის საქმიანობას;

ე) კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის განკარგულებები.

2. კომისია ვალდებულია კენჭისყრის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრას:

ა) ამომრჩეველთა სიები;

ბ) პარტიული სიები;

გ) კანდიდატთა სიები;

დ) ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონიდან �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� ამონარიდი, თუ რა შემთხვევაშია ბათილი ბიულეტენი;

ე) კენჭისყრის შედეგების სადემონსტრაციო ოქმი (ოქმები).

��� მუხლი 9. კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება

1. კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით.

2. სხდომის მოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, კომისიის მდივანი საუბნო საარჩევნო კომისიაში თვალსაჩინო ადგილას გამოაკრავს განცხადებას სხდომის ზუსტი დროისა და სავარაუდო დღის წესრიგის მითითებით.

3. თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, კომისიის მდივანი, პირადად არის პასუხისმგებელი სხდომის თარიღი და მისი დაწყების ზუსტი დრო შეატყობინოს კომისიის ყველა წევრს.

4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამზადებს კომისიის მდივანი. იგი ასევე ვალდებულია მოამზადოს კომისიის განკარგულებათა პროექტები და გასაცნობად წარუდგინოს კომისიის წევრებს.

5. კომისიის წევრები სხდომაზე დასწრებას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელმოწერით.

6. კომისიის წევრს უფლება აქვს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცებამდე მოითხოვოს დამატებითი საკითხის დღის წესრიგში შეტანა. საკითხი წყდება კენჭისყრით.

7. კომისიის სხდომას უძღვება თავმჯდომარე, ან მისი დავალებით � თავმჯდომარის მოადგილე.

8. კომისიის სხდომაზე კომისიის მდივნის მიერ დგება სხდომის ოქმი და მას ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

9. კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში.

10. კომისიის სხდომაზე საკითხების განსახილველად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარეები.

11. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით კომისიის წევრების შემდეგ. გამოსვლათა ხანგრძლივობას განსაზღვრავს კომისია.

12. წესრიგის დარღვევისა და საარჩევნო კომისიის მუშაობისათვის ხელის შეშლის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს თავისი განკარგულებით წესრიგის დამრღვევი სხდომიდან გააძევოს, რაც აღინიშნება სხდომის ოქმში.

��� მუხლი 10. კომისიის სხდომა და გადაწყვეტილებათა მიღების წესი

1. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

2. საკითხს კენჭი ეყრება წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.

3. თუ საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი, კომისიის განკარგულება (გადაწყვეტილება) მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.

4. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.

5. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

6. კომისიის ყველა წევრს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს 2 წუთის განმავლობაში. იგივე საკითხთან დაკავშირებით მას უფლება აქვს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, დამატებით გამოვიდეს სიტყვით ერთი წუთის განმავლობაში. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს. ამასთანავე, განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. მას არა აქვს უფლება თავისი ქმედებით/უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

7. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება განკარგულებით.

��� მუხლი 11. კომისიაში საქმისწარმოების წესი

1. კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის, განცხადებების, საჩივრების მიღებას, გაცემასა და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს კომისიის მდივანი სამუშაო დღის 10-დან 18 საათამდე, ხოლო კენჭისყრის დღეს საქართველოს ორგანული კანონით �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� დადგენილი წესითა და ვადებში.

2. არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, სამუშაო დღეები მოიცავს უქმე და დასვენების დღეებსაც.

3. კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი არის კომისიის მდივანი. სარეგისტრაციო ჟურნალი იყოფა ორ ნაწილად: კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული დოკუმენტაცია.

4. კომისიის მდივანი ვალდებულია კომისიაში შემოსული დოკუმენტაცია (განცხადება, საჩივარი, ცნობა) დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანამიმდევრობით აღრიცხავს მათ შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი. ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი და ფურცლების რაოდენობა. კომისიის მდივანი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია.

5. ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის მდივანი ვალდებულია განმცხადებელს/მომჩივანს გადასცეს წერილობითი ცნობა, რომელშიც მიუთითებს განცხადების/საჩივრის მიღების თარიღსა და ზუსტ დროს, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებულ ნომერს. აღნიშნულ ცნობას კომისიის მდივანი ადასტურებს ხელმოწერით.

6. სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებულ ყველა დოკუმენტაციას კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც საკუთარი რეზოლუციით ანაწილებს მათ კომისიის ცალკეულ წევრებზე და მიუთითებს შესრულების კონკრეტულ ვადებს.

7. კომისიის მდივანი ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში ზუსტად მიუთითოს თუ კონკრეტულად რომელ პირს დაევალა თავმჯდომარის რეზოლუციის საფუძველზე ამა თუ იმ დოკუმენტზე რეაგირება. აღნიშნული ინფორმაციის სარეგისტრაციო ჟურნალში შეტანის შემდეგ, კომისიის მდივანი რეზოლუციების შესაბამისად გადასცემს დოკუმენტაციას შესაბამის შემსრულებელ პირებს.

8. კომისიის თავმჯდომარე აკონტროლებს რეზოლუციებში მითითებული ვადების დაცვას და კომისიის წევრთა დროულ და ეფექტურ საქმიანობას. ამ მიზნით, იგი უფლებამოსილია ერთი და იგივე დავალების შესრულება დააკისროს რამდენიმე წევრს ერთობლივად.

�9. კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის მიღებიდან 1 კალენდარული დღის განმავლობაში საფუძვლიანად განიხილოს იგი და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება (განკარგულება).

10. მხარეს, რომელიც მონწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაჰბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

11. კომისიისაგან რაიმე დოკუმენტის მიღებას განმცხადებელი/მომჩივანი სარეგისტ�რაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს, სადაც კომისიის მდივანი აკეთებს წარწერას: �დოკუმენტი გაცემულია� და მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს.

12. არჩევნების შესახებ ინფორმაციისა და საარჩევნო დოკუმენტაციის გაცემა სავალდებულოა მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში.

13. კომისიაში საჯარო ინფორმაციის გაცემასა და ხელმისაწვდომობის უზრუნ�ველყოფაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი.

14. აკრძალულია კომისიაში შემოსული დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

15. ყოველი დღის 18 საათზე კომისიის მდივანი ხურავს სარეგისტრაციო ჟურნალს. ამ მიზნით კომისიის მდივანი, ჟურნალის ორივე ნაწილში, უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ აკეთებს წარწერას: �ჟურნალი დახურულია�, მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს და აღნიშნულს ადასტურებს ხელმოწერით. ჟურნალის დახურვის შემდეგ იკრძალება მასში რაიმე დოკუმენტის რეგისტრაცია. კენჭისყრის დღეს ჟურნალში დოკუმენტების რეგისტრაციის წესისა და ვადების შესახებ კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� შესაბამისად.

13. 24/02/2023 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 19/2023 - ვებგვერდი, 24/02/2023 12. 26/07/2021 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 37/2021 - ვებგვერდი, 27/07/2021 11. 15/07/2021 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 23/2021 - ვებგვერდი, 16/07/2021 10. 28/05/2020 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 6/2020 - ვებგვერდი, 29/05/2020 9. 06/08/2018 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 37/2018 - ვებგვერდი, 07/08/2018 8. 04/12/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 59/2017 - ვებგვერდი, 06/12/2017 7. 24/11/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 53/2017 - ვებგვერდი, 27/11/2017 6. 08/08/2017 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 23/2017 - ვებგვერდი, 09/08/2017 5. 14/07/2016 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 41/2016 - ვებგვერდი, 15/07/2016 4. 25/11/2015 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 56/2015 - ვებგვერდი, 26/11/2015 3. 21/08/2013 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 34 - ვებგვერდი, 22/08/2013 2. 16/07/2013 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 26 - ვებგვერდი, 16/07/2013 1. 13/07/2012 - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება - 24/2012 - ვებგვერდი, 16/07/2012