„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6/2020
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 28/05/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2020
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016478
6/2020
28/05/2020
ვებგვერდი, 29/05/2020
010190020.15.008.016478
„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება  №6/2020

2020 წლის 28 მაისი

ქ. თბილისი

 

„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1

„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 010190020.15.008.016021) დამტკიცებული რეგლამენტის:

1.  მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს კომისიის საქმიანობაში.”;

ბ) პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ესწრებოდეს კომისიის სხდომებს და მონაწილეობდეს კომისიის მიერ შესასრულებელ საარჩევნო ღონისძიებებში;

გ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1” ქვეპუნქტი:

„დ1) იმყოფებოდეს საუბნო საარჩევნო კომისიაში, კენჭისყრის წინა, კენჭისყრისა და მომდევნო დღეს, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით.”;

2.  მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. კომისიაში საქმისწარმოების წესი

1. კომისიაში საარჩევნო დოკუმენტაციის, განცხადებების, საჩივრების მიღებას, გაცემასა და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს კომისიის მდივანი ან კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი სამუშაო დღის 10-დან 18 საათამდე, გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. 

2. კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიაში განცხადებების, საჩივრების მიღებას და მათ აღრიცხვა-რეგისტრაციას ახორციელებს საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესითა და ვადებში.

3. კომისიაში წარმოებს სარეგისტრაციო ჟურნალი, რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი არის კომისიის მდივანი ან კომისიის მდივნის არყოფნის შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით საუბნო საარჩევნო კომისიის ერთ-ერთი წევრი. სარეგისტრაციო ჟურნალი იყოფა ორ ნაწილად: კომისიაში შემოსული და კომისიიდან გასული დოკუმენტაცია.

4. ამ მუხლით განსაზღვრული კომისიის უფლებამოსილი პირი (შემდგომში – კომისიის უფლებამოსილი პირი) ვალდებულია კომისიაში შემოსული დოკუმენტაცია (განცხადება, საჩივარი, ცნობა) დაუყოვნებლივ დაარეგისტრიროს ჟურნალში, სადაც უწყვეტი თანამიმდევრობით აღრიცხავს მათ შემოსვლის რიგის მიხედვით. თითოეულ დოკუმენტს მიენიჭება შესაბამისი ნომერი. ჟურნალში შეიტანება მისი შემოსვლის თარიღი და ფურცლების რაოდენობა. კომისიის უფლებამოსილი პირი, ვალდებულია სარეგისტრაციო ჟურნალში მიუთითოს განმცხადებლის/მომჩივანის ვინაობა, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაცია.

5. ჟურნალში სათანადოდ რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის უფლებამოსილი პირი ვალდებულია განმცხადებელს/მომჩივანს გადასცეს წერილობითი ცნობა, რომელშიც მიუთითებს განცხადების/საჩივრის მიღების თარიღსა და ზუსტ დროს, ასევე სარეგისტრაციო ჟურნალში მისთვის მინიჭებულ ნომერს. აღნიშნულ ცნობას კომისიის უფლებამოსილი პირი ადასტურებს ხელმოწერით.

6. სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრირებულ ყველა დოკუმენტაციას კომისიის უფლებამოსილი პირი წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს.

7. კომისია ვალდებულია განცხადების/საჩივრის მიღებიდან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილ ვადაში განიხილოს იგი და მასზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

8. მხარეს, რომელიც მონაწილეობს საჩივრის განხილვაში, მისი მოთხოვნის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილება (გარდა კომისიის სხდომის ოქმისა) უნდა ჩაბარდეს ამ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღის 12 საათამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენის ვადების გათვალისწინებით.

9. კომისიისაგან რაიმე დოკუმენტის მიღებას განმცხადებელი/მომჩივანი სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს, სადაც კომისიის უფლებამოსილი პირი აკეთებს წარწერას: „დოკუმენტი გაცემულია” და მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს.

10. საარჩევნო კომისია ვალდებულია საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შესახებ ინფორმაცია მათი მოთხოვნიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ აღნიშნული ინფორმაციის გაცემა მოითხოვს მეტ დროს – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით (გარდა იმ სამართლებრივი აქტებისა, რომელთა გასაჩივრების ვადა განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლით), გააცნოს ყველა დაინტერესებულ პირს.

11. კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი.

12. აკრძალულია კომისიაში შემოსული დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

13.  ყოველი დღის 18 საათზე კომისიის უფლებამოსილი პირი ხურავს სარეგისტრაციო ჟურნალს. ამ მიზნით კომისიის უფლებამოსილი პირი ჟურნალის ორივე ნაწილში, უკანასკნელი ჩანაწერის შემდგომ აკეთებს წარწერას: „ჟურნალი დახურულია”, მიუთითებს თარიღსა და ზუსტ დროს და აღნიშნულს ადასტურებს ხელმოწერით. კენჭისყრის დღეს ჟურნალში დოკუმენტების რეგისტრაციის წესისა და ვადების შესახებ კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესაბამისად”.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი