დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19/2023 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 24/02/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/02/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016673 |
19/2023
24/02/2023
ვებგვერდი, 24/02/2023
010190020.15.008.016673
„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 3 თებერვლის №3/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 06/02/2012, 010190020.15.008.016021) დამტკიცებული რეგლამენტის:
1. მე-2 მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 24-ე, 25-ე და 251 მუხლებით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში ირჩევს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს – ცესკო.“; ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 71 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები